ქ. ნებითა ღვთისათა, ჩვენ, ღვთივ ამაღლებულმან, ღვთივ დამყარებულმან, ღვთივ ზეცით გვირგვინოსანმან, ძლიერმან და უძლეველმან იესიან-დავითიან-სოლომონიან-პაკრატიან მეფეთ-მეფემან პატრონმა სოლომონ ღვთისაგან კეთილად დაცულმან დედოფალთ-დედოფალმან, თანამეცხედრემან ჩვენმან შავრაშიძის ასულმან თინათი ესე მზითვად გამოტანებულობის წიგნი მოგეცით თქვენ, ჩვენს დას, აბაშიძის ქალს თინათის
ასე რომე თვით ჩვენის სახლიდამ მაინც და იყავით, მაგრამ მკვიდრ დად გაგათხოვეთ და გამზითვეთ: ფარცხანაყანევს ოთხი მოსახლე ლაღიძე და მესხეთს ერთი მოსახლე თვალიაშვილი - ეს ხუთი გლეხი მათის ცოლშვილით, სახლკარით, საძებრით, უძებრით, დღეს რისაც მქონებელნი იყნენ ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენგან და ყოვლის კაცის უცილებლად, ასე რომე არც თქვენ და არც თქვენს შვილსა და მომავალს ეს ჩვენგან მზითვად მოცემული წიგნი და მამული არ მოგეშალოს არც ჩვენგან და არცა სხვათა ჩვენთა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან.
ვინცა ჩვენთა შემდგომთა მეფეთა შლად ამისდა ხელყოს, ისიმც შეიშლება იესოს ქრისტეს რჯულისაგან, ძრწოლამცა აქვს კაენისა და შიშთვილი იუდისა, დანთქმა და თან და აბირონისა და წინაშე დიდისა მის მსაჯულისა მუქფად ჩვენდა განიკითხვის.
აწე გიბძანებ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირ-გამრიგენო, ბრძანება ესე ჩვენი თქვენცა ასე დამტკიცეთ
არის ამისი მოწამე მაჭავარიანი ქაიხოსრო და როსაპ, ბაქრაძე ბახუტა. მე ჯაფარიძე როსტომს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი. დაიწერა ივლისის ბ ქორონიკონს უ მ ა, ქ[რისტ]ეს აქეთ ჩ ღ ნ გ.
დამტკიცებულია სოლომონ I დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით, წარწერა ბეჭედზე: მონა მღთისა ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ - მხედრულით.