წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-ისა ქაიხოსრო აგიაშვილისადმი - დაგვეაჯენით, ვისმინეთ თქვენი და გიბოძეთ მამაშენის ნაქონი ადგილ-მამულიო.
დაიწერა ქორონიკონს ჩ ღ ნ გ [1753 წ.]. შემდგენელი - ჯაფარიძე როსტომი.
დამტკიცებულია სოლომონ I დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით, წარწერა ბეჭედზე: "მონა მღთისა ყმა ხონთქრისა მეფე სოლომონ" - მხედრულით.
მინაწერი: "ვამტკიცებთ, ჩვენ ბატონისშვილი გიორგი, სიგელსა ამას. ჩვენით დამამტკიცებელი ამისი ღმერთმან დაამტკიცოს, ხოლო შეურაცხსმყოფელი ღმერთმან შეურაცხოს". დამტკიცებულია მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე არ იკითხება.