ქ. წყალობითა ღ(მრ)თისათა, ხობის შესავალი და შეწირული სანთელი:
ხორგას თავს: დასტურაია ჭუჭუ და გაბრიელ, ოთხი ლოღარიკი სანთელი ილორისა შვილები, ოთხი ლოღარიკი სანთელი არცანდია გაგინა, ოთხი ლოღარიკი დასტურაია დათუ და მახუტუ ოთხი ლოღარიკი ხაჩქილა, ოთხი ლოღარიკი მამაშის შვილები, ოთხი ლოღარიკი სანთელი ხოჭოლავა მიამია, ოთხი ლოღარიკი სანთელი პაჭკუტია მისხულავა ოთხი ლოღარიკი სანთელი
გაღმა ხორგას: თაბუნია ხოჭოლავასსეული პარტახი ძველთაგან შეწირული ყოფილიყო და ოთხი ლოღარიკი სანთელი ბესია გიგიბერია და ორი მისი გლეხი, ხუთი ლოღარიკი სანთელი ილანუხუ ლეფონავა ოთხი ლოღარიკი სანთელი მისი ძმა ნიკოლა ოთხი ლოღარიკი კიდევ მისი განაყოფი გიმანძალა, ოთხი ლოღარიკი ბერაია ბაბაკოჩი და ხახუ და მისი ძმისწულები, ოთხი ლოღარიკი თომა ბერაია და მისი ძმა ბეჟია, ოთხი ლოღარიკი კიდევ ბერაია გურიკავა და შოშიტა, ოთხი ლოღარიკი არცანდია ქომოკორდა, მისი ძმისწული, ოთხი ლოღარიკი ჯაიანისეული კაცი ავშილავა გონჯი, ოთხი ლოღარიკი
ხობს: ბაბაკოჩი ბიგვავა, ხუთი ლოღარიკი ძღიკვი დიხამინჯია და თაიმაზი, ხუთი ლოღარიკი წულაი თუთაშხია და გვაძაბია, ხუთი ლოღარიკი დოღუზია გოგოლეი, ხუთი ლოღარიკი ხუტუ კოდუა და მოგელაი, ხუთი ლოღარიკი სუბუქია მამაგული, ბაბადიში და ბიძა მისი, ხუთი ლოღარიკი კიდევ ჯგუბურია ჭუჭუ, ახალკოჩი და მისი ძმები ხუთი ლოღარიკი სანთელი ელიშა ოსთარა და ვავა, ხუთი ლოღარიკი
ბიას: კოჩიორე სიჭინავა და მისი გლეხი იმანცალა ცხადაია, ხუთი ლოღარიკი ბიგავა ჯვებე და მისი ძმისწული, ხუთი ლოღარიკი
სახარბედიოს: ეჯიბია ივანელა, სამი ლოღარიკი სანთელი კიდევ მეორე ეჯიბია ჭკოლოფუა და ბაძალია, სამი ლოღარიკი სანთელი ხუცესი ხარბედია სამი ლოღარიკი სანთელი ნასხიდა შუღლაი, სამი ლოღარიკი
ხორგას ჩემი შეწირული რომელიც იყო ის დამიწერია. ძველადგან ჟოელიებს სდებია და როგორც სდებოდეს ისე გარდაიხადოს. ამ ჩემს შეწირულ კაცებს ვისაც სანთელი ემართოს მეხადილეს კაცისათვის საკლავი შემიწევია და მეღორე კაცისათვის უფროსი საკლავი. არც გასამყოფელო ეთხოებოდეს, არც ბატონისაგან და არც მოხელისაგან და ხატის ბეგარა სანთელი რამდენადაც გეიყოს თან გაჰყვებოდეს მთლად.
ხელრთვა: კათალიკოზი
ოთხკუთხა ბეჭედი მხედრული ლეგენდით: აფხაზეთის კათალიკოზი გრიგოლ
r-ს მარცხენა კიდეზე, XIX ს-ის ხელით, ყავისფერი მელნით: "შთაწერილ არს კომიტეტს შინა საეკკლესიოსა ჩყლე-ს წელსა № 90 ქუთაისს".
v-ზე, მოგვიანო ხელით: ქ. ხოფისა შეწირულობის.
სხვა ხელით უკუღმა: ნვ. ვბ. № 90.