[ქ.] სახელითა სახიერისა, არსება დაუსაბამოსა დაუსრულებელისა, უხილავისა, უკვდავისა, უსულოსა, ურაბამოსა ყოველთა დამბადებელისა, გარე შემოუწერელისა ზღვათა, ჴმელთა დამსხმელისა, [ძ]ლიერისა და უძლეველისა, ღ(მრ)თისა მამისა, ღ(მრ)თისა ძისა და ღ(მრ)თისა სულისა ცხოველისა სამებისა და ერთარსებისა, მეოხებითა ყ(ოვლა)დ წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურხეულისა, დედოფლისა ჩვე[ნ]ისა ღ(მრ)თისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა, წმიდათა მთავრანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისათა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა ნათლისმცემელისა იოვანესითა და იოვანე ქალწულ მახარებელისათა, წმიდათა თავთა მოციქულთა: პეტრესითა და პავლესითა, წმიდათა მთავარმოწამეთა: გიორგი, თევდორე, დიმიტრი და ევსტატისითა, წმიდათა მღ{ვ}დელთ-მოძღვართა: ბასილი, გრიგოლი, ათანასი, კირილე და იოვანე ოქროპირისათა, წმიდათა დედათა ქალწულ მოწამეთა: თეკლე, ეკატერინე, ირინე და მარინესითა, წმიდისა სვეტისაცხოველისა მირონისა, წმიდისა და ყოველთა წმიდათა ღ(მრ)თისათა, ამათითა მინდობითა და შუამდგომელობითა ესე უთუო და უთუმცაო დროდაუდებელი და მიზეზ-შემოუღებელი ყოვლის ხლათისა და ილათისაგან გამოსული მოუშლელი, დამტკიცებული ნასყიდობისა წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩვენ, ბარათასშვილმან, ქაიხოსროს შვილმან, ქაიხოსრომ, ძმისწულმან ჩემ(მ)ან, სუფრა<ჩ>{ჯ}<ს> ბარათასშვილმან, სუფრა<ჩ>{ჯ}მა ქაიხოსრომ, შვილთა და მომავალთა სახლისა ჩვენისათა ყოველთავე.
ასრე, რომე დაგვეჭირა და ჩვენის მონდომითა და წადილითა მოგყიდეთ შენისავ მამა-პაპათა და შენი სამკვიდრო მამული და გლეხები თქვენ, ბარათაშვილს, გოსტაშაბიშვილს პაპუნასა, შვილსა შენსა გოსტაშაბს, თამაზსა და ბერსა.
ასრე რომე, როდისაც მამაშენი გოსტაშაბ ურუმთ მოეკლა და შენი ცოტა ყმაწვილი დარჩომილიყავ, მაშინ შენი სამკუიდრო მამული და გლეხები მამაჩემს დაეჭირა, მას უკან დაგვეჭირა ჩვენა და შენი სამკუიდროც იყო და არას გემართლებოდით, მაგრა ჴელახლა მოგყიდეთ და ავიღეთ შენგან ფასი სრული და უნაკლულო, რითაც ჩვენი გული შესჯერდებოდა და ჩვენი შენზე აღა<ა>რა დარჩა-რა, მოგვიყიდია ენაგეთს სადუნაშვილი პაატა, რისაც ვენაჴისა და მამულის მქონებელი იყოს, თავისის ყმითა, თავისის კერძის მამულითა, რისაც მქონებელი არის, მისი განაყოფი სამ{ა}ნა დღეს, რისაც მამულის მქონებელი არის იმითა კიდევ, იმისი განაყოფი გურგენა დღეს, რისაც მამულის მქონებელი არის, ენაგეთს მემშვილდის შვილი, რისაც მამულის მქონებელი არის იმითა, ენაგეთს, რაც შენი წილი მამული იყო და გლეხი და ჩვენ გვეჭირა სულ უკლებლად მოგუიყიდია სადუნაშვილები, სადაც აყრილ<ი>ნი იყუნენ და მოიყუანო, ჩვენ ჴელი არა გვაქონდეს, ტბის დოლენჯასშვილები ქიტია და ბერუკა, თავისის ძმითა, ტბის, რომ ხოდაბუნის ნაჭერია იმას გარდაის, რისაც მამულის მქონებელნი იყუნენ, ესეები ყუელა უკლებლად მოგუიყიდია.
თუ ვინმე იმ ჩვენს მოსყიდულს მამულს შემოგეცილოს და წამოგედავოს, პირისა და პასუხის გამცემნი ჩვენ ვიყუნეთ. არიან ამისნი მოწამენი და დამხდომნი: თბილელ ეფისკოპოზი იოსებ ბარათაშვილი, მეჯინიბეთუხუცესი პაატა, მისი ძმა, ოთარა და ვარაზა, ბოქაულთ-უხუცესი საამ, მეჯინიბეთუხუცესი სეხნია, ბოქაულთუხუცესი შიოშ, ქავთარისშვილი იონათამ და მანუჩარ, საგინაშვილი ქაიხოსრო, საგინაშვილი ზაალ, ყორღანაშვილი ლამაზა, რევიშვილი შალვა, რევისშვილი ადამ, ბლორძელი ოტია და ზურაბ, სარაჯი, ჯიმშიტა.
ვინცა და რამანცა კაცმან ეს ჩვენგან მოსყიდული გლეხები და მამული მოგეშალოს, რისხავსმცა დაუსაბამო ღ(მერ)თი, მამა, ძე და სულიწმიდა და ყოველნი წმიდანი ღ(მრ)თისანი, ჴორციელნი და უჴორცონი, ნურა რათამცა სინანულითა ნუ იქმნების ჴსნა სულისა მისისა, მასმცა მიეცემის კეთრი გეზისა, შიშთუილი იუდასი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისა, შეჩვენება საფირასი და ცოლისა მისისა, ყოველიმც მისი კეთილად გაგებული ბოროტად მოე<ა>ქცევის, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღ(მერ)თმ(ა)ნ აკურთხნეს.
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტნიჱ, ჴელითა მღდელ-მონ<ო>{ა}ზვ<ა>ნის ელისესითა [ქაიხოსრო (ქაიხოსროშვილის) ბარათაშვილის ოვალური ფორმის სპარსული ბეჭედი: ["ქაიხოსრო"], მღვდელ-მონაზონ ელისეს დამტკიცება ჯვარი: