Jump to content

1666 წ. 04.20. - სინის მონასტრის მთავარეპისკოპოს ანანიას სააღაპე წიგნი მეფე შაჰნავაზისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ... ესე წიგნი მოგართვით ჩუენ სინის მთავარ-ეპისკოპოსმან ანანია და სინის მონასტრის კრებულმან ბერმან თქუენ ქართლის ხელმწიფეს პატრონს შაჰნავაზს, ძეთა თქუენთა... კახთა მეფეს არჩილს, გიორგის, ლევანს, ლუარსაბს და სულეიმანს.

ასე რომე სინის მონასტრის მამული მეღურეკის ცოტას ხანს კახაბრიშვილს გორჯასპის ჰქონებოდა და იმ მონასტრის მამულისგან იქ მიწები მიეყიდა ფავნელიშვილის რევაზასა და პაპუნასათვის. იმათ ზოგი ვენახად აეშენებიათ, ზოგი სახლები და ქვევრები ჩაედგა და ზოგი ისრევ მიწად იყო. ჩუენ, ჩუენის მონასტრიდამ მოვედით თქუენს საბატონოშია და შემოგეხუეწენით დახსნასა... თქუენ იყიდეთ და ისევ ჩუენს მონასტერს შემოსწირეთ.

ჩუენ დავდევით თქუენის დედის და მამის აღაპი... ხორციელს შაბათს... და ორს კანდელს სამუდამოდ... ავანთებდეთ... წმიდა ეკატერინა რომ იქ მარხია... (სინას, იმას ფიცულობს აღაპის არ მოშლაზე).

დაიწერა... ქორონიკონს ტნდ თვესა აპრილსა , ხელითა ტფილელ იოსებისითა.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ტნდ, აპრილის , ანუ 1666 წლის 20 აპრილი.

პუბლიკაცია

[edit]