Jump to content

1661 წ. - შეუვალობის წიგნი ვამეყ დადიანისა აფხაზეთის კათალიკოს სვიმეონ ჩხეტიძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

1448-2154 - იგივე ბიჭვინტის საბუთები - N 067.

ეს საბუთი პრაქტიკულად იგივეა, რაც 1658-1662 წწ. - პირობის წიგნი ვამეყ დადიანისა კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძისადმი.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N79

საბუთის ტექსტი: 1921 - კაკაბაძე სარგის - დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები - წიგნი I - გვ.65-67


...ბიჭვინტისა ღმრთისმშობელო, ჩვენ, ცვა-ფარვათა შენთა მონდობილმან და მსასოებელმან ძისა და მეუფისა შენისამა, ჩვენ, ხელმწიფემან, მეფეთ-მეფემან, დადიანმან პატრონმან ვამეყ და თანამეუღლემან ჩვენმან, გურიელისა ასულმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ელენე და ძეთა ჩვენთა გიორგი და ბაგრატ, გკადრეთ და მოგახსენეთ, მოგართვით და დაგიდევით სიგელი ესე თქვენ, ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა და მას შინა დადგინებულსა ქუთათელ კათალიკოზსა ჩხეტიძესა პატრონსა სვიმეონს.

ასრე რომე, საკათალიკოზო მამულები სადაც იყო, ყოვლგან ვინ-გინდა-ვის სახელოთ ქონდა საბატიოს კაცებსა. და აწ, ბატონო კათალიკოზო, თქვენ მოინდომეთ და დაგვეაჯენით. და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გარდაგვიგდია საკათალიკოსო მამულზედა და ალაგებზედ ყოვლგან მოურავი ჩვენს საბატონოში.

ასრე რომე, ვერამ ჩვენმა შემდგომმა ბატონმა და დედოფალმა და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამულსა და ალაგებზე, თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოდ მივსცეთ; და არცა ვის ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამული და ყმები ჩვენ საძალოდ და საავკაცოდ არავის დავანებოთ.

და ამას გარეთ სამართალიც ასრეა და ძველთაგანც ასრე ყოფილა, რომ კათალიკოზის უკითხავათ და უნებურად ეფისკოპოსობა არ გაცემულა; და არც ჩვენ დღეის ამას იქით თქვენად უკითხავად და უნებლად ჩვენ ეფისკოპოსი არ დავსვათ და არცა ეპისკოპოსობა გავსცეთ.

და ვინცა ვინ სარჯულოს საქმეზედა თქვენ წინ აღგიდგეს და გაუწყრეთ, ჩვენ სამართლიანის საქმით თქვენ მოგიდგეთ; და სადამდის თქვენ შენდობა არ უბოძოთ და არ შეირიგოთ, მანამდის არც ჩვენ შევირიგოთ.

და როგორაცა მის დღეშიგა ამ ჩვენს სახლსა და საბატონოში სხვათ კათალიკოზებს ჩვენგან და ამ სახლის ბატონებისაგან პატივი სდებოდეს, არც ის მოგიშალოთ და ჩვენც მწყალობელნი და კარგნი ვიყვნეთ თქვენთვის.

...

დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს და ბიჭვინტისა ღმრთისმშობელმან, და მომშლელნი ამისნი წყეულ, კრულ და შეჩვენებულ იყოს ცათა სინა და ქვეყანასა ზედა.

დაიწერა წიგნი, ბრძანება და სიგელი ესე ქორონიკონსა სამას მთ ორმოცდაცხრასა.

ელენე. ვამეყ.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რმთ 349, ანუ 1661 წელი.

პუბლიკაცია

[edit]