ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ, პირმშომან და სასუფეველმან ძემან ჩუენმან პატრონმან ლუარსაბ ესე მტკიცე და უცვალებელი საბოლოოდ გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა და წესისებრივ ნამსახურთა რუსთუელს პატრონს ზაქარიას მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა, და ერთღმრთაებისა, ერთუფლებისა, ღმრთისა დიდებულისა და წმიდისა სამების მამულის წიგნის გაახლებას დაგუეაჯენით.
ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული გიყავით და ძუელნი გუჯარიც გინახეთ, რარიგადაც ამას წინათ ძუელითგან ხელმწიფეთ გაერიგებინათ საყდრისა მამულის საქმე, ჩუენცა იმავე წესითა, ჩუენდა სადღეგრძელოდ ასრე გაგითარხნეთ, რომე არაფერი საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები თქუენის საყდრის ყმას არ ეთხოებოდეს რა, ერთის ლაშქარ-ნადირობის მეტი, და საურისაგანაც არ გეთხოოს; და ვერც ქურდის-მძებნელმან ხელი დაიდვას. რა რიგადაც ძუელს გუჯარში ეწეროს, ჩუენც იმ რიგად გაგუითავებია.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა ვინ იყუნეთ, და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენცა ასრე დაუმკვიდრეთ და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით, თუინიერ შეწევნისა თანადგომისაგან კიდე.
ვინცა და რამანცა კაცმან ადამის მონათესავემან ამის შლად და ქცევად ხელყოს, მასმცა რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი, ყოველნი მისნი წმიდანი: ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტლთ (1651), ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრის თუმანიშუილის ბირთუელისათა.
აგრეთვე, რა რიგადაც წინათ ხელმწიფეთაგან სახელისა ღმრთისმშობლის მამულისაც ნამეკობრევი შესჩნეოდეს ვისმე, და მისი ჯურუმი საყდარს შესწიროდეს, ჩუენც იმავე წესით დაგუიმტკიცებია.
სამეკობრო რაც წესი იყოს, პატრონს უნდა რომე მიეცეს; და თუ სხუის კაცის ნამეკობრევი საყდრის ყმათზედ გამოჩნდეს, ერთისათუის ორი პატრონს უნდა რომე მისცენ.
და სხუა რაც საზღაური გამოვიდეს, ისიც საყდარს უნდა რომე მიართონ. და ამ საქმით გარიგდეს; და არც ტყუე ეთხოებოდეს საყდრის მამულსა.