Jump to content

1642 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სახლთხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Hd-14694
პირი: 1450-12/103

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 23



ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩვენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემა ჩვენმა, დედოფალთ დედოფალმა, პატრონმა მარიამ ესე საბოლოოდ გასათაებელი მტკიცე და შეუცვალებელი წაყლობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმათა: ბარათაშვილს, სახლის უხუცესს, ბატონს ქაიხოსროს და შვილსა თქუენსა ბარათასა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს თუმინ<ი>{ს} თავისავე ნებითა მისი თავი თქუენთვის მოებარებინა, თქუენცა მოგვიდექით კარსა, თუმინისა მობარებისა და იმისი მამულის: ბუჟღულაშვილებისა და სრულად ბუჟღულანისა და ელფიას - მანუკაშვილის წყალობასა დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, თუმ{ი}ნიც თქვენ მოგაბარეთ და მისი მამული: ბუჟღულანი და ელფიას - მანუკაშვილი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მისითა მთითა, ბარითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, ეკლესიითა, სასაფლაოთი, ტყითა, სანადიროთა, ყოვლისა მისის სამართლიანის შესავლითა და გასავლითა, სამძღვრითა და ფუ<ზ>{ძ}ითა, თქვენთვის და თქვენთა შვილთათვის სამკვიდროთ და სამამულოდ გვიბოძებია, ყოვლის კაცისაგან უცილებლად, ასრე და ამა წესითა: სადამდი თუმინ<ო>{ი} ცოცხალი იყოს, ეგეც თქუენი გაუყრელი არის, და რა სოფელმა მისი ბეგარა არ დაივალოს და თუმ{ი}ნი მის მეუფეს მიებაროს, როგორცა თქვენს სიკეთესა მართებდეს, სულის საქმე იმ რიგათ კარგათ გაურიგეთ და მამული სამკვიდროდ და საბოლოოდ თქვენთვის დაგვიმკვიდრებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან, ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან, არა ოდეს არ მოგეშალოს, არა ჩუენგან და არცა შემდგომად სხვათა მეპატრონეთაგან.

აწე, უზედაესთა მოგახსენებთ და უქვედაესთა გიბძანებთ, კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხვა მოსაქმენო, ვინ გინდ ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა ვინ გინდ ვინ იქნებოდეთ, ბძანება და ნიშანი ესე თქუენცა ასრე გაუთავეთ და დაუმკვიდრეთ, რა რიგადაც ამა ჩუენგან ბოძებულს სიგელსა შიგან ეწეროს, ნურას შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბძანება და სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტლ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა მარტირუზაშვილი შალვასითა. როსტომ. მარიამ

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია

[edit]
* როსტომ მეფე
* მარიამ დედოფალი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი ბარათა
* ბარათაშვილი(?) თუმინი
* ბუჟღულაშვილი
* მანუკაშვილი
* მარტირუზაშვილი შალვა

პუბლიკაცია

[edit]