ბატონი მერაბი წოდორელ სულხანასშვილ მახარებელს წოდორეთში ორი დღის მიწას ეცილებოდა.
სულხანასშვილები ამტკიცებდნენ, რომ ეს მიწა მათი მემკვიდრე ბატონის ჯავახიშვილისაგან იყიდეს და უწინ ქაიხოსროც შემოგვესარჩლა და იმასაც გადავუწყვიტეთო.
როინ მდივანბეგის გადაწყვეტილებთ მახარებელს და მის ლისელ ცოლისძმას აზარათს უნდა შეეფიცათ მერაბისათვის და მამულიც მას დარჩებოდა.
საბუთი დაიწერა ქორონიკონს 329, ბაიდურ თუმანიშვილის ხელით.