Jump to content

1639-1657 წწ. - ლევან დადიანის შეწირულების წიგნი ბიჭვინტის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

წინამდებარე სიგელი წარმოადგენს მინაწერ საბუთს ბიჭვინტის იადგარზე ანუ 1448-5033 ეტრატზე.

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1891 - ხახანაშვილი ალექსანდრე - გუჯრები - I - გვ.124-157

საბუთის ტექსტი: 1925 - სარგის კაკაბაძე - აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი


აგრევე კადრეთ და შემოგწირეთ თქვენ, საშინელსა ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღვთის მშობელსა, ჩვენ, ხელმწიფემან დადიანმან პატრონმან ლევან თეკლათს საყდარი მთავარანგელოზისა საწინამძღროი რუვა კუამლის კაცითა, ტყითა, ველითა, საყანითა, სანადიროთა, გასავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, დღეს რისაც მქონებელი იყონ მათის სამართლიანის საქმითა.

ამას გარეთ საკანდელაკოს კლიტითა და სადეკანოზოს ჯოხითა შეგვიწირავს სახსრად და საოხად სულისა ჩვენისათვის, ასრე რომე საცილო იყო და ბატონი კათალიკოზი მაქსიმე იმაზედ დაგველაპარაკა და ხელშეუვალად მივართვით, რომე არას კაცისაგან ხელი არა შევიდოდეს.

აწე ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან ჩვენგან შეწირულს შლად და ქცევად ხელყოს, ისიმც შეიშლება რჯულის ქრისტიანობისაგან, წყეულ, კრულ და შეჩუენებულიმც არის მისი სული და ხორცი აქა და მას საუკუნოს. რაც ამ დავთარში შეჩუენება ეწეროს, მის თავზედამც აღესრულების, აწდა იმას შერისხდეს წმიდა ღვთისმშობელი და მთავარანგელოზი.

პუბლიკაცია

[edit]