არდაშელაშვილი შავერდა შემოეცილა დილარგეთისშვილისაგან მისთვის მიყიდულ და მისგან მექვაბიშვილ ამირასლანასა და ბერინასა და აღმურაშვილ როსტომასა და ბაისთვის მიყიდულ მამულს.
მეფის ბრძანებით მოსამართლეებმა მდივანბეგმა ჯავახიშვილმა როინ, ქალაქის მამასახლისმა ამირამ, სუფრაჩმა მარტიროზაშვილმა გურგენ, კრწანისის მამასახლისმა ბერინამ, ჯანუაშვილმა მკრტიჩიმ, ხუდადაშვილმა არაქელამ მამული ამ უკანასკნელთ დაუმტკიცეს.
დაიწერა ქორონიკონს 325, მარტის 20, ხელმწიფის კარის მდივნის მოქალაქე მერაბ ყორღანაშვილის ხელით.