ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან და ჴელმწიფემან, პატრონმან როსტომ, თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდი ჟამთა და ხანთა გასათავებელი, სამკუიდრო და საბოლოვო, მტკიცე, შეუშლელი და შეუცუალებელი წიგნი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად ერდგულად თავდადებით ნამსახურთა ყმათა, ბარათაშვილს-გოშტაშაბიშვილს პაპუნასა, შვილთა და შვილიშვილთა სახლისა მამავალთა თქუენისათა.
მას ჟამსა, ოდეს მამა თქუენი სამცხეს დილისათვის გავგზავნეთ, წავიდა ყარა-მაჰმადაშვილი და ბევრი კაცი სხუა დაიჭირა, თუითან ჩუენის სამსახურზედ შეაკუდა. ჩუენც შეგიწყალეთ და გიბოძეთ, რისაც მამულის მქონებელი მამაშენი ყოფილიყოს მთასა ანუ ბარსა, უნაკლულოდ. ყოვლის კაცისაგან მოუდევრად და შემოუსარჩლელად თქუენთვის გუიბოძებია. არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.
აწე, უზედაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელშიგან ეწეროს, ნურაოდეს ნუ შეუშლით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკდ, მარიამობისთუესა კე, ჴელითა კარის ჩუენის სალაროს მუშრიბის ფირალისათა. წიგნი და სიგელი ესე.
ხელრთვები: როსტომ, მარიამ
ქართულ ტექსტზე – სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები:
- 1. ოვალური, წარწერით: ალლაჰისთვის მიმინდვია ჩემი საქმე.
- 2. ოთხკუთხა, წარწერით: – ალის ფეხთა მტვერი, მანუჩარი