[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თის(ა)ითა, ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ასე ამიერთ უკუნისამდე ჟამთა და ხანთა სამკვიდროდ და საბოლოოთ გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა მკვიდრსა და ვალდებულთა და თანამკვიდრთა, ერთგულთა და მრავალფერათ თავდადებით {ნამსახურთა} ყმათა: ყორღანაშვილთა-იარალისშვილსა პაატასა და კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა და ჩვენისა ერთგულობისათვის თავგარდადებულსა ყმათა მერაბს, მეჯოგეთუხუცეს პაპუნასა, ყაფიჩს ქაინდავლეს, გარსევანას, სიაუშს, ფრიდონას, შვილთა თქვენთა, როსებს, შაველის და იარალის, ზაალს და ბეჟანს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდექით კარსა, თქვენისავ მამისა და პაპის სამკვიდროს მამულსა და ნასყიდობის წიგნსა და სიგელს გვეაჯენით. ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ, და მოკითხული ვქმენით ჩვენთა მამა-პაპათა და ჩამომავალთ ხელმწიფეთაგან დამკვიდრებული და ნაბოძები სიგელები.
გინახეთ ყოვლის თქვენის სამკვიდროსა და შემატებულისა და ნასყიდობისა, ჩვენცა შეგიწყალეთ და სიგლითა ამითა დაგიმტკიცეთ და საბოლო დაგიმკვიდრეთ სიგელი ესე სამართლიანი, თქვენი მამისა და პაპის მამული ენაგეთს, რისაც მქონებელი იყვნეთ სახასოსა ანუ გლეხებისა და ანუ საკომლოსა და ანუ ნასყიდებისა; აგრევე არდასუბანს, აგრევე ციხეც; კიდევე ერთი საგლეხო სოფლის მეოთხედი თქვენისავ განაყოფის, ამოვარდნილის გერმანოზანის კერძი, ბარათაშვილისა გერმანოზის და მისთა შვილთაგან მოსყიდული, უკლებრივ მთით ბარამდე; იქივე ენაგეთს თქვენი მამული, მერაბისაგან ერთგულობითა და ნამსახურობითა ყეენის კარიდამე ნაშოვნი მთელი მამული, მით ჭურ-მარნით, მთითა ბარამდინ უნაკლულოდ; დურნუკის ბოლოსა ნოსრი, ნასოფლარი ჯიგრაშენი და მისი სამძღვარი, ერთგნით ქვემო მხარი, ქალაქური შარა რომ ღოდოვნის თავს გამოიარს, იმას ზედა არის, და მეორე - ღუინჭრობიდამ შარა შემოივლის, ბრინჯის ხეს ზედა არის სამძღვარი მეფის სარბევის ფარს (?) რომე პატარა ღელე ჩაიარს, იგი. არის კიდევე ლისის – ჯავახიანთაგან სააკაძის გორაზედ მისყიდული სოფელი წოდორეთი – დაგიმკვიდრეთ და საბოლოთ; აგრევე, ქციის გაღმა, ამოვარდნილის ბარათაშვილის იოპის კერძი სოფელი შოშილეთის საკუამლო არი, ამოვარდნილის კაცის მამული რომ დარჩეს, ხელმწიფისა არის.
ჩვენს ძმას, პატრონს ბაგრატ მეფესა და ჩვენს ძმისწულსა პატრონს მეფე სვიმონს, არდაზიანდიშვილის გიორგის და პაპუნასათვის ებოძა. და გარდაცულილიყვნენ, და მათი აღარ დარჩომილიყო. ისინი, რისაც მამულის მქონებელნი ყოფილან ანუ ბარსა და ანუ მთასა, რაც ეყიდათ, თქვენთვის ებოძებინა. და ჩვენც დაგიმკვიდრეთ ყოვლის კაცისაგან უცილებლათა და შემოუსარჩლელათ: წოდორეთი ჯავახიანთაგან ეყიდათ. ორი იმაზედ მსახლობელი გლეხი, მირიანაშვილი პაატა, მეორე - შობაშვილი ქემაროზა მთაში ნაოხარის მინდვრითა. კიდევე, თავითგან ჩვენი სახასო ყოფილიყო და მერმე არდაზიანისშვილების ნაქონი ვერის ხევში სოფელი ვანანი, ერთი გლეხი და ერთი ნაოხარი საკუამლო; ჩვენივ სახასო ნაოხარი ნასოფლარი მოქრისი, ნაოხარი ფიცხისი.
კიდევე მერაბ ძმათაგან რომელსავე ყოფილიყო, და ცალკე ყოფაში ჩვენს ძმისწულს, მეფე სვიმონს, ნაოხარი ზემო შავნი ებოძებინა. მერმე ბარათაშვილი გოშტაშაბ შემოსცილებოდა, გოშტაშაბისაგანაც ეყიდათ. მერაბამ გოშტაშაბისაგანაც მონასყიდობის წიგნიც გვიჩვენა. ჩვენცა ხელახლა სამკვიდროთ და საბოლოთ დაუმკვიდრეთ და დაუმტკიცეთ კილოვნის ხევს მისის მონასტრითა, რასაც ის ხევი შეიტანს; დიდგორზედ სადიღმო შარამდისინ და სხალხორიდამე რომე დიდგორის შარა შემოივლის, ქუეშეთის ბოლოს სამძღვარი, სარწივის ხევის შარამდი და რასაც ის შარა შეიტანს, მოქრისის სამძღვრამდისინ.
კიდევე – ცალკე ყოფაში, დიდსა შიმშილობაში, ვანელის მემკვიდრის გლეხის იორდანასაგან, იორდანასივ ნასყიდი ერთი სასახლე მერაბისთვის მოეყიდა მისის ყოვლის გარეშემოთი, უკლებრივ ოთხის დღის მიწა. ორის დღის სასახლის კარში და ორის დღისა შარას ზედათ გრძელს მიწებში.
კიდევ ყიზილბაშის ქვეყანას მერაბ თან გუახლდა გაუყრელათ და ერთგულათ გვემსახურა და უცხო ფერათ ჩვენზედ ბევრრიგათ ნამსახური და ვალდებული იყო. ჩვენცა სამსახურსა და ერთგულობის მუქაფათ და ჯილდოთ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ამოვარდნილის მიწობლიძის სამკვიდრო მამული სოფელი გუდალეთი მისის მონასტრითა, სასახლითა და სასახლის ხოდაბუნებითა, და მეფეთაგან მინდორში ხატისთვინ შეწირულის მიწებით, შეშაბერიძეს ზედათ ურია-ყოფილი ა ლ მ ა ხ ა რომ სახლებულა, ჩვენი სახასო, რისაც მამულის მქონებელი ყოფილიყო ალმახა, მთით ბარამდისინ უნაკლულოთ, წინარეხის ბოლოს სააკაძის მოვრავისა ნაქონი სასახლე და ზვარი.
ესე ამ რიგათ ერთობით და ხელშეუალებლად ხატის წყალს გამოღმართი დაგიმკვიდრეთ და გიბოძეთ ყოვლის კაცისაგან უცილებლათ და შემოუსარჩლელად. თქვენ, ჩვენთა თანა მკვიდრთა ერთგულთა და მრავალფერად, ერთგულათ და თავდადებით ნამსახურთ მკვიდრთა აზნაურისშვილებს: ყორღანაშვილს იარალის, შვილთ: პაატასა, მდივან მერაბს, პაპუნას, ყაფიჩი ქაინდავლეს, გარსევანს და სიაუშს, ძმისწულსა თქვენსა ფრიდონსა, შვილთა თქვენთა როსებს და შაველის, იარალის, ზაალს და ბეჟანს, შვილთა და შვილისშვილთა და სახლისა მამავალთა თქვენისათა, ყოველთავე.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულათ სამსახურთა შინა. არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არა შემდგომად სხვათა მეფეთა და მეპატრონეთაგან. ვინ იცის, ამას წინანდელი ამ სიგლის მეპასუხე სიგელი და წიგნი გამოჩნდეს, სიგლითა ამითი გაგვიცუდებია და მტკიცე და უცვალებელი რაოდენი ესე არის, ესე ყოველივე სამკვიდრო მამული, ნასყიდები, შემატებული და ნაწყალობევი, ყველა ყოვლის ადამიანისაგან შემოუცილებლათ მთით ბარამდისინ, უნაკლულოთ თქვენთვის და თქვენთა შვილთა და ჩამომავალთათვის გვიბოძებია წყლითა, წისქვილითა, ველითა და ვენახითა, სახნავითა, უხნავითა, შესავლითა და გასავლითა, ნასყიდითა და უსყიდითა, საძებრითა და უძებრითა, შენითა და ოხერითა, სანადიროთა, სათიბითა, სახმარით და უხმარითა, ყოვლითურთ სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა. გვიბოძებია და არაოდეს არ მოგეშალოს.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენნო, ვინცა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენც ასრე დაუმკვიდრეთ და დაუმტკიცეთ, რარიგათაც ამ ჩვენგან ნაწყალობევსა სიგელსა შინა ეწეროს. და ნურაოდეს ნუ მოუშლით და შეეცილებით თ¢ნიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკგ, ენკენისთვის ი, ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა თუმანისშვილის ბირთველისათა.
ხელრთვები: როსტომ, მარიამ
დედანს ესვა ბეჭედი.
პირის მინაწერები:
- ასლთან თანასწორ არის ჩაწერილი თავადი თეიმურაზ ბაგრატიონი.
- ასლი დოკუმენტი მივიღე კ(...)ნი