Jump to content

1635 წ. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა დოლმაზა გოგიბაშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირები: - Hd-14439; 1450-16/053



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ, მეფეთ მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა და წესისაებრივ თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა ყმასა, გოგიბაშვილს დოლმაზას , ძმასა შენსა, ყორხმაზას, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და ჯიმშურისა* და ნასოფლარის ბაღდადის წიგნების გაახლებას გვიაჯენით, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და ხელახლა დაგიმტკიცეთ და გიბოძეთ, რარიგათაც სხვის ბატონების ჟამში გქონებოდა, ჩვენცა იმ წესით გიბოძეთ და დაგიმკვიდრეთ ყოვლის კაცისაგან შემოუცილებლად.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არა შემდგომად სხვათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, სომხითის ტარუღანო, მელიქნო, ვინცავინ იყვნეთ და ანუ დღეის შემდგომ იქმნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ და ნურას შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.

დაიწერა ოქმი და ნიშანი ესე, ქორონიკონს ტკგ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრის - თუმანიშვილის ბირთველისათა.

დედანს ბოლოში ესვა როსტომ მეფის ბეჭედი.


საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (322), რაც უდრის 1635 წელს.

პუბლიკაცია

[edit]