ქ. ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, შენ, სურამელს არუწაშვილს ნასყიდასა , შენსა ძმასა არუწასა და შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ვენაჴის წყალობას გუიაჯენით. ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და მოკითხული ვქენით და შენივ სამკუიდრო ვენაჴი იყო და ბატონს თეიმურაზს აბაზაძისათუინ მიეცა. და ახლა ჩუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენი სამკუიდრო ვენაჴი აბაზაძისა და ყოვლის კაცისაგან უცილებრად. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხუანო მოსაქმენო, სურამისა ციხისთავნო, ვინცა-ვინ დღეს იყუნეთ და ანუ ამას უკან იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკგ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა თუმანიშვილის ბირთუელისითა.
ხვეული ხელრთვა: როსტომ
საბუთის ვერსო-ზე დასმულია მცირე ზომის, ოვალური სპარსული ბეჭედი ლეგენდით: "ო, უძლურთა შემწევ."