ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმას, ბარათაშუილს გოსტაშაბს და შუილთა თქუენთა: იოვანეს, შუილთა და შუილისშუილთა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუიაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი. და მოკითხული ვქენით და მკუიდრად და მამულად დიდგორის ძირს სოფელი აგუდანეთი თქუენი ყოფილიყო, ჩუენცა ყოვლის კაცისაგან უცილებლად და შემოუსარჩლებლად, სამკუიდროთ და საბოლოვოდ შეგიწყალეთ და გიბოძეთ დიდგორის ძირს, სოფელი აგუდანეთი მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴითა, სახნავითა და უხნავითა, შენითა და ოჴერითა, ნასყიდითა და უსყიდითა, საძებრითა და უძებრითა ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა მთით ბარამდის უნაკლულოთ. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, უზედაესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ანუ დღეის წაღმა ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე ეს ჩუენგან ნაწყალობევი სოფლის სიგელი, თქუვენცა ასრე გაუთავეთ და დაუმტკიცეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარმანაში ეწეროს და ნუოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით, არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არც შემდგომთ სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან და ვინ იცის, ან ამას წინანდელი ან ამას უკანდელი ამ სოფლის წიგნი ქონდეს ვისმეს, ამ ჩუენგან ნაბოძები სიგლითა გაგუიცუდებია თანდადგომისა და შეწევნისგან.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკბ, ჴელითა მწიგნობრისა - ყორღანაშუილის მერაბისათა.
მსხლისებრი ბეჭედი: ქ. ყაენის ფერჴთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ