ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმასა, მოლარეთუხუცესს შიოშს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობასა გვიაჯენით, და ჩვენც ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათაშვილოში სამშვილდის კრწანისი მისის მართლის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა: მთითა, ბარითა, წყლითა და წისქუილითა, ველითა და ვენახითა, ჭალითა, ტყითა და სანადიროთა, შენითა და ოხერითა, შესავლითა და გამოსავლითა, სახმარითა და უხმარითა, ყოვლის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, სამკუიდროდ და საბოლოოდ თქუენთუინ და თქუენთა შუილთათვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან, არა შემდგომად სხუათა მეპატრონეთაგან.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩვენგან ნაწყალობევსა ფარვანაში ეწეროს და ნურას მოუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე, ქორონიკონს ტკბ, მაისის კბ, ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა - თუმანიშვილის ბირთუელისათა.
დედანს ესვა როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი.