ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე წიგნი და ნიშანი, ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობისა ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმასა, მეითარს, შვილთა და შვილისშვილთა სახლისა ჩამომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ქალაქის მოურაობას გვიაჯენით, ჩვენცა ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გიბოძეთ ქალაქის მოურაობა.
ასრე, რომე არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არა სხუათა მეპატრონეთაგან. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყუნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით თვინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქკსა ტკბ, აპრილის რვასა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა, თუმანიშვილის ბირთუელისათა.
დედანს ჰქონია როსტომ მეფის ქართული და სპარსული ბეჭდები.