Jump to content

1634 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სახლთხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-12/119 - გადაწერილი დედნიდან რუსული მმართველობის პირების დავთარში.



საბუთის ტექსტი

[edit]

[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენ, დედოფალმან მარიამ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, სახლთუხუცესა ქაიხოსროს და შვილთა თქუენთა ბარათასა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენს სახასოს სოფელში, ენაგეთს სადუნაშუილის გიორგის შუილები ერთობით, რისაც მამულის მქონებელნი არიან წყალითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, სახნავითა და უხნავითა შენითა და ოჴარითა, ნასყიდითა და უსყიდითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთით ბარამდის უნკალულოთ სამკუიდროთ და საბოლოვოთ, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულათ სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო დღეს, ვინ გინდა ვინ იყ<ა>ვ<ა>ნეთ და ანუ დღევის წაღ<ა>მა ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ, მერმე ჩვენი ესე ნაწყალობევი წყალობისა წიგნი თქუენი ასრე გაუთავეთ, რომე რარიგადაც ამა ჩუვენგან ნაბოძებს ფარვანში ეწეროს და ნუოდეს ნუ შეუშლით და შეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკბ, ჴელითა მწიგნობრისა ყორღანაშუილის მერაბისათა.

დედანს ჰქონია ხელრთვები: როსტომ, მარიამ.