Jump to content

1634 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ახალშენელ ბეჟან ასაშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი: - 1450-49/092



საბუთის ტექსტი

[edit]

ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბიძეთ ჩვენ, მეფემან პატრონმან როსტომ, თქვენ, ჩვენსა ერდგულსა ყმასა, ახალშენელს ასაშვილს ბეჟანს, მამაშენს იასასა, ბიძაშენს პაპანასა და ძმასა შენსა, ოთიასა და მაზიტასა, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე.

ასრე, რომე მოგვიდეგით კარსა და სითარხნის წყალობასა გვიაჯენით. და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ჩვენთვის სახასოდ დაგიჭირეთ და არც გლურჯიძესა და არც სხუას ახალშენის მებატონეს თქვენთან ჴელი არა ჰქონდეს. და კიდეც ასრე გითარხნეთ და გითავისუფლეთ შენი სახლი, რომე არაფერი საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს-რა: არა ღალა, არა კულუხი, არა საბალახე, არა კოდის პური., არა პირისთავი, არა სამეჯინიბო, თივა-საბალახე, არა სხუა სასოფლო წურილმანი სათხოვარი და გამოსაღები, არა სეფეობა, არაფერისთანა არ გეთხოებოდეს-რა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა და გიბრძანებთ კარისა ჩუენით წარვნელინო, ყოველი ჩვენი გამოსაღები ამოგვიკვეთია და ნურავინ-რა სთხოვოთ და ნურცა რას აქნევინებთ.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკბ, ჴელითა კარისა ჩუენისა, მდივან-მწიგნობრისა - თუმანიშვილის ბირთველისათა.

დედანს ტექსტის შუაში და ბოლოში ესვა სპარსული ბეჭედები.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკბ (322), რას უდრის 1634 წელს.

პუბლიკაცია

[edit]