[ქ. ნებითა დ]ა შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
ჩუვენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფლითა-დედოფალმან, პატრონმან მარიამ ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა სამკჳდროთ და [სა]ბოლოვოთ გას{ა}თ{ა}ვებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუვენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად ერდგულებით და თავდადებით ნამ<ე>ს{ა}ხურსა ყმასა, სახლთუხუცეს, ბარათაშვ{ი}ლს ქაიხოსროს და შუილთა თქუენთა - გუგუნასა, ნიკოლოზს და ბარათასა, მომავალთა ს{ა}ხლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას და გუიაჯენითა და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული ვ<ა>ქენით და სოფელი ნახშირისგორის ჴევ<ა>ში, თავითგან თქუენი სამკუიდრო მამული ყოფილიყო და მერმე ჩუენი მემკ<ა>უიდრე ყმა, იესე ერისთავი შემოგუარიგეთ და თქუენის ქართულით შეკრიფეთ და მისთ მუქაფათ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ვერისჴევში, სოფელი ნახშირისგორი ქვემოთი უბ{ა}ნი და ზემოთი უბანი, ვიდრე მთით ბარ{ა}მდეს უნაკლულოთ წყალითა, წისქულითა, ველითა და ვენახითა, ს{ა}ხნავითა და უხნ{ა}ვითა, შენითა და ოჴრითა და უსყიდითა, ყოვლის მისის სამართლიანის სქემითა და სამზღურითა უნკალულოთ, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულათ სამსახურსა შიგან, აროდეს არ მოგეშალოს, არა ჩუენგან და არცა შემდგომათა სახუათა მეფეთა და მეპატრონეთაგანა.
აწე, მოგახსენებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და მდივანო და ვინგინდავინ იყოთ და ანუ დღევის წაღმა ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ, მერმე ესე ჩვენგან ნ{ა}ბოძები მამულის სიგელი თქვენცა ასრე დაუმკვიდრეთ და დაუმტკიცეთ, რომე <ა>რარიგადც ამა ჩუენგან ნ{ა}წყალობევას ფარვანში ეწეროს, ნუ ოდეს ნუ მოუშლით და შეცილებით თჳნ{ი}ერ თანად<ა>გომისა და შე[წე]ვნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა, ქარისშობის თუვესა ოცდახუთსა, ჴელისა მდივან-მწიგნობრისა ყორღან{ა}შვილის მერაბისათა. [როსტომ] [მარიამ]