ქ. ნებითა და შეწევ<ა>ნითა ღ(მრ)თისათა.
ჩუენ, მეფემან, ჰატრონმან როსტომ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და მარვალფერად თავ<ა>დადებით ნამსახურსა ყმასა, ბარათაშუილს, სახლთუხუცეს ქაიხოსროს, შუილთა თქუენთა, გუგუნასა და ბარათასა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ალიყულიბეგის ნაქონს, აზნ{ა}ურიშუილს, ჩაჩიკაშუილს ასიტ{ა}ს გუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ დღეს ჩაჩიკ<ა>აშუილი ასიტა და მისნი ძმანი, რის{ა}ც მამულის მქონებელნი იყუნენ, უკ<ა>ლებრივა წყალითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴ<ა>ით, მათის სოფ<ა>ლებითა, საძებრითა და უძებრითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ყოვ<ა>ლის მისის სამართლიანის მამულითა და სამძღურითა თქუენთუის და თქუენთა შუილთათუის გუიბოძებია.
აწე, უზედესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო დღეს, ვინ გინდა ვინ იყ<ა>ვ<ა>ნეთ და ანუ დღეის წაღმა, ვინგინდავინ იქნებოდეთ, მერმე, ესე ჩუენგან ნაწყალობევი სიგელი თქუენცა ასრე გაუთავეთ, რომე რარიგად{ა}ც ამა ჩუენგან ნაწყალობევ<ა>ს ფარვან{ა}ში ეწეროს, ნუოდეს ნუ შეუშლით და შე{ე}ცილებით თანდადგომისა და შეწევ<ა>ნისგან კიდე.
დაიწერა ბ<ა>რძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტკა ჴელითა ყორღანაშუილის მერ{ა}ბის{ა}თა.