Jump to content

1633-1648 წწ. - სასამართლო გადაწყვეტილება სასისხლო დავაზე როინ ჯავახიშვილსა და გლურჯიძეებს შორის

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Hd-14659

პირი: - Qd-9628



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, დავსხედით ჩუენ, პჭენი: ბატონი ქათალიკოზი, ბატონი ამილახორი და ბოქაულთუხუცესი დავით და ჯავახიშუილის და გრლურჯიძეთ სასამართლოთ. ჯავახიშუილი როინ მრავალს ჩიოდა გლურჯიძეთაგან და ამისი ასრე გავაჩინეთ:

თუ, დაიფიცოს გლურჯიძემა თორმეტის თავის ამხანაგის აზნაურიშუილითა, ექვსის შესახელებულითა, როინს ჯავახიშუილს იმათან ჴელი არა ჰქონდეს. თუ, ვერ დაიფიცოს, საქონელი უზღოს და სისხლისა ბატონმან იცის.

ვინც ამ ბძანებას გარდავიდეს, როსტომ მეფის შემცოდე იქნების.

ბეჭედი: რ ო ი ნ

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა. დათარიღებულია როსტომ მეფის ზეობის წლებით 1633-1648 წწ.

კომენტარები

[edit]

როინ ჯავახიშვილი _ მდივანბეგი და ბოქაულთუხუცესი. მკვლევართა ვარაუდით, როინი ქაიხოსრო ჯავახიშვილის ძე იყო (ჩიქოვანი, 1997: 53; ოთხმეზური, 1999: 81-84); სიმონ-ხანისა და როსტომ-ხანის დიდად `ნამსახური~ (Hd-14677) – სიმონ-ხანის დავალებით იგი შაჰთან წასულა სპარსეთში. სვიმონ ხანის ერთგულების გამო იგი თეიმურაზ I-მა შეიპყრო და ხორნაბუჯის ციხეში გამოკეტა, სადაც ბორკილმა და უდრეკმა ფეხი დაუზიანა (Hd-14677). ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ როინი უკვე მის მხარდამჭერთა შორისაა. მას როსტომის დიდი ერთგულება გამოუჩენია და დახმარება გაუწევია გორის ციხესთან (Qd-9638), რის გამოც მეფეს იგი მამულის წყალობით დაუჯილდოვებია. 1638-1661 წწ-ში როინი ქართლის მდივანბეგია (პარალელურად, 1638-1643 წწ. ქართლში არსებობდა მეორე მდივანბეგიც _ ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილიც ( ენუქიძე, 1971: 303-304). როინის ქვეშევრდომული ერთგულება კარგად ჩანს მის მიერვე გაცემული საბუთიდან (Hd-14666), რომლის მიხედვითაც ყარაიაში ნადირობის დროს დაშავებული როსტომის სახელზე თავის ყმას _ აბანოელ ნასყიდას ათარხნებს და აკისრებს ყოველ ნათლისღებას მეფის სადღეგრძელოდ ორ მღვდლით წირვა-აღაპი გადაიხადოს. საბუთი საინტერესოა გათარხნებული გლეხის ვალდებულებების თვალსაზრისით _ იგი თავისუფალია ყველა საბატონო გადასახადისაგან, გარდა საურისა, რომელიც ირანული გადასახადი იყო. მისი წილის გადახდას თავად როინი კისრულობდა. როსტომის კეთილგანწყობის შედეგად, როინმა შეძლო მანგლელისგან დაებრუნებინა მამულები (Hd-8584).

პუბლიკაცია

[edit]