Jump to content

1633-1642 წწ. - ფიცის წიგნი როსტომ მეფისა იოთამ ამილახორისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Hd-2117

პირი: - 1461/24/39



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ღმრთისა და ყოველთა მისთა წმიდათა, ზეცისა და ქვეყანისათა, ჴორციელთა და უჴორცოთათა, რომელსა ესავს ყოველი სული და თაყვანის სცემს.

ამათითა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა, ესე მტკიცე და უცვალებელი, ყოვლისა ჴერჴისა და ილათისაგან გამოსრულ-გამოკრებული ფიცი, პირი და წიგნი გიბოძეთ ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ჴელმწიფემან ბატონმან როსტომ, თქუენ, ამილახორს პატრონს იოთამს და მომავალთა თქუენთა, ყოველთავე.

ასრე რომე, დღეს და დღეის უკან ვიყო შენთვის კარგი და მწყალობელი, რომელიც ან ბედნიერის ყეენისაგან და ან ჩუენგან უკეთ მოგიჴდებოდეს, იმისი მნდომი და მომჭირნე, და თუ შენ ჩუენზედ არა სტყუო-რა, არც შენის მამულისა და საჴელოსაგან დაგამცროთ.

ამისად გათავებისა თავდებად მომიცემია ღმერთი და ყოელნი მისნი წმიდანი და ბედნიერი შაჰ-სეფი ჴელმწიფე ყეენი. და მტკიცე და უცვალებელი ბეჭედი და ჴელი დაგისვათ, რომე ამისის გათავების მეტი სხვა ავი გულში არა გავიაროთ-რა. და თუ ვინმე შენი თავი შამოგვაბეზღოს, გაუკითხავად არ შეგიბეზღოთ და არც სააჯოს კარი დაგიჭიროთ.

ხვეული ხელრთვა: რ ო ს ტ ო მ

უზის ოთხკუთხა ფორმის სპარსული ბეჭედი.


გვიანდელი მინაწერები:

გადაწერილია კდ. ესე როსტომ მეფის მიცემული არის.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა. დათარიღებულია შინაარსის მიხედვით – როსტომის გამეფებიდან შაჰ-სეფის გარდაცვალებამდე (1633-1642) წლებით.

პუბლიკაცია

[edit]