[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
ჩვენ, დედოფალმა{ნ}, ჯ{ა}ჰანბანუ{მ} ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმას, სახლისუხუცეს, პატრონს ქაიხოსროს, თქვენსა შვილსა - გუგუნასა და ნიკოლაოზს და ბარათასა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.
მას<ა> ჟამსა, როდეს მოგვიდეგი{თ} კარს და ქალაქს სასახლეს გვიაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ, რასაც ალაგი სასახლისა და ქულბაქის მქონებელი ყოფილიყოს სათბილელოს სამძღვარის შიგნით, მღებარას ბაინდურას სამძღვრამდისინ მისის სასახლითა და ჭურ-მარნითა და შესავლითა და გამოსავლითა გზამდის, გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, უჟესთაესთა მოგახსენებ{თ} და უქუედესათა გიბძანებთ კარისა ჩვენის ვექილნო და ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო და ქალაქის ტარუღავ და მელიქო და მამასახლისო, მერმე, რარიგათაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანშიგა ეწეროს, თქვენც ასრე გაუთავეთ და ნუ შეიცილებით თანადგომასა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ქ(ორონი)კ(ონ)ს ტივ თებერვალს კზ. [ჯაჰანბანუ დედოფლის გადმოხატული ხელრთვა].