Jump to content

1619 წ. 08.01. - წყალობის წიგნი ანა დედოფლის ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-12/110

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 2



[ქ]. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, დედოფალმან, პატრონმან ანამან და შვილმან ჩუენმან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენს ერდგულსა ყმასა, ბარათაშვილს, ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროს და თქვენსა ძმასა, თამაზს, თქვენსა შვილსა, გუგუნასა და მამავალთა სახლისა თქვენ{ი}სათა.

მას ჟამს, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგუეაჯენით, მოკითხული ვქენით და ბედნიერს ბატონსაცა თქვენთუის წყალობა ექნა, ჩუენც ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სამკვიდროდ და სამამულედ ქვეშისჴევში, სოფელი სავანეთ{ი} და ვარხუნას თქვენივ სამკვიდრო ყმა, არეშისშვილი შერმაზანა, ესები მათის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ვენაჴითა, საჴნავ-სათიბარითა და სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურ თქვენთვის გვიბოძებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურს{ა} შიგა{ნ}.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვაზირნო და სხუან{ო} მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ მერმე თქუენც ასრე გაუთავეთ, რარიგადც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს.

დაიწერა ნიშანი და ბ(რძანე)<ბ>ბა ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტზ, მარიამობის თვესა, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის თუმან(ი)სშვილის ნასრისითა, [ანამან] [სუიმონ].

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია

[edit]
* ანა დედოფალი
* სვიმონ მეფე
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი თამაზი
* ბარათაშვილი გუგუნა
* არეშიშვილი შერმაზანი
* თუმანიშვილი ნასრი

პუბლიკაცია

[edit]

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 2