Jump to content

1618 წ. 04.04. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა კავთისხეველ ციხოველ იმნაძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

[ქ. ბ(რძანე)ბ(ი)თა ღ(მრ)თ(ისაჲ)თა და წყალო(ბი)თა 'შაჰ-{ა}ბასისითა!

ქ. ჩუენ, მეფემან ბატონმან ბაგრატ, ესე წყალობისა და სითარხნის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, კავთისჴეველს იმნაძეს ციხოველსა, იმედასა და თქუენთა ძმათა.

მას ჟამსა, ოდეს დაგაყენეთ მეჯინიბეთ, მოგუიდეგით კარსა და სითარხნის წყალობას დაგუეაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, გათარხნეთ და განგათავისუფლეთ, ასრე რომე, არაფერი საჩუენო სათხოვარი არა გეთხოვებოდეს-რა: არა ღალა, არა კულუხი, არა საბალახე, არა მალი, არა ფურის ერბო. ერთის სათათროს საურისაგან კიდე ჩუენი სათხოვარი და გამოსაღები სხუა არა გეთხოვებოდეს-რა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ{მერ}თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

კავთისჴევის მოურაო და სხუანო მოსაქმენო! ვინ გინდა-ვინ [იყუნ]ე[ნ], ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცარას თქუენ შეუშლით და შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, აპრილის , ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა – თუმანისშვილის ნასრისითა.


verso-ზე ბაგრატ მეფის ხელრთვა:


საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტვ (306) აპრილის დ (4), ანუ 1618 წლის 4 აპრილი.

პუბლიკაცია

[edit]