ბრძანებითა ღ(მრთისაჲ)თა და წყ(ალო)ბ(ი)თ(ა) შაჰ-{ა}ბას{ისა}თა, ჩუენ, მეფემან პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, გურამიშვილს ქაიხოსროვს, დურმიშხანს, გივს, იესეს, ზაალს და ზურაბს, შვილსა და მამავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს კახნი ლიხთ იმერით ღარიბად იყვენით და ვითაც ხელმწიფის ბძანება ასრე იყო, რომე, ვინც იქიდამ ჩამოგენდოსო, მისი მამული მასვე უბოძეო.
აწე, თქუენ მოგუენდევით, ჩუენი ყმანი შეიქენით და ხელმწიფის ბძანებითა თქუენი სამკუიდრო მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყუენით, ისრევ უკლებლად თქუენვე გიბოძეთ მთასა და ბარსა. ღ(მერ)თმან ბედნიერად მოგიხდინოს ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით.
დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, მარტის დ, ხელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ოქრუასშვილის შერმაზანისათა.