Jump to content

1617 წ. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ბაადურ ციციშვილისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

[ქ.] ბ{რძ}ა{ნე}ბ{ი}თა ღ(მრ)თ(ისათა) და წყალო(ბი)თა შაჰ-{ა}ბასისითა, მეფე ბაგრატ გ(ი)ბძ(ანებ)თ.

ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბ(ო)ძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულად და თავდადებით ნამსახურთ ციციშვილსა პატრონსა ბა{ა}დურს და მანუჩარს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა.

ასრე რომე, გამარჯვებული მოხვედით და მამულის წყალობას დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენი სამკვიდრო მამული დაღეთი და წინწყარო მისის სამართლიანის საქმითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქვილითა, მთითა, ბარითა, სახმარითა და უხმარითა, ყოველთურთ უნაკლულოდ, ყოვლის კაცისაგან უცილობელი.

{გ}ქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერდგულად სამსახურსა ქვეშე, არა მოგეშალოს ჩვენგან და არა შემდგომთა სხვათა მეფეთა მეპატრონეთაგან.

აწე, ვინცა მოგიშალოს ეს თქვენი სამკვიდრო მამული, ჩვენგან კიდევე ნაწყალობევი, რისხ{ა}ვსმც{ა} მამა, ძე და სული წმინდა და ყოველი მისნი წმინდანი და ბედნიერი შა{ჰა}ბას{ი}.

ქ(ორონი)კ(ონ)ს ტე.

დედანს ჰქონია ბეჭედი:


საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი ტე (305), რაც უდრის 1617 წელს.

კომენტარები

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.141
ბაადურ ციციშვილი - ყორჩიბაში (ცხენოსან მოისართა, ყურჩების უფროსი). მის მიმხრობას ცდილობდა მეფე თეიმურაზი და დაუდო კიდეც პირობა უვნებლობის შესახებ (Sd-1292). იგი გარეული იყო თავისი განაყოფის ასლამაზის სისხლში, რის გამოც კათალიკოსისგან შეუნდობელი ყოფილა. სვეტიცხოვლისთვის მამულის შეწირვის შემდეგ მას ზაქარია კათალიკოსისაგან მიუღია შენდობა.

პუბლიკაცია

[edit]