ქ. ნებითა და შეწევნითა მღვთისათა, ჩვენ, გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურთა ყმათა, ლარაძეს შერმაზანს, შენსა ძმასა ბიძინასა , ზენბადსა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ერტისი – ბარათაშვილის საჩინოს კერძი სამართლიანი მამული, რისაც მქონებელი ერტისს ყოფილა, მისის მართლის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ სამკვიდროდ და სამამულედ თქვენთვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს. ნურც არას თქვენ შეუშლით და შე[ე]ცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტა, გიორგობის თვესა ა, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის თუმანისშვილის ნასრისითა.
ხელრთვა: ლუარსაბ. (ადგილი ბეჭდისა).