Jump to content

1613 წ. 08.25. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ზაალ აბაზაძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით შესწორებებით)

[edit]

[ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირ[გუინოსანმან] მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ ესე წყა[ლობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა] თავდადებით ნამსახურს ყმათა, აბაზაძეს ბაზიერთუხუცეს ზა{ა}ლს და შენსა ძმასა ამილღანბარს და მამავალთა სახლისა თქუენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მიწობლიძისეული მამული, რაც მოურავისათუის წყალობად გუებოძებინა, მისის მართლის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავ-სათიბრითა, ჭალითა და სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა. ყოვლითურ{თ} სამკუიდროდ და სამამულედ თქუენთუის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყუნეთ, და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს. ნურცარას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტა, მარიამობის თუეს კდ, ჴელითა კარისა ჩუენ მწიგნობრისა თუმანისშვილის ნასრისითა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ

ბოლოში უზის დიდი ზომის სპარსული ბეჭედი.

საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტა (301), მარიამობისთვის კდ (25), რაც გვაძლევს 1613 წლის 25 აგვისტოს.

შენიშვნები

[edit]
ქართული საბუთების 2019 წლის გამოცემაში საბუთის ტექსტში იკითხება: გიბოძეთ მ ი წ ო ბ ლ ი . იმის ველი, მამული, რაც მოურავისათუის წყალობად გუებოძებინა.... ცხადია, წაკითხვა უაზრობაა და მას ვასწორებთ ე. თაყაიშვილისეული წაკითხვით: გიბოძეთ მიწობლიძისეული მამული, რაც მოურავისათუის წყალობად გუებოძებინა.
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.116
აბაზასძენი იყვნენ წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელნი. მათი წარმომავლობა უკავშირდება IX-X სს. შიდა ქართლის ერისთავებს - ტბელებს. XI საუკუნეში ბაგრატ IV-სთან დაპირისპირების შედეგად მათი ნაწილი კახეთში გადახვეწილა, ნაწილი დარჩენილა შიდა ქართლში. გვიან შუა საუკუნეებში შიდა ქართლში მცხოვრები აბაზაძეები სამეფო აზნაურების წოდებას ატარებენ. გიორგი სააკაძის სპარსეთში გადახვეწის შემდეგ მისი ყმა-მამული მასთან დაპირისპირებულმა თავადებმა დაინაწილეს. უცნობია, იყვნენ თუ არა აბაზაძეებიც მოურავის მოწინააღმდეგეთა დაჯგუფებაში, მაგრამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზაალ აბაზაძე მეფისთვის მისაღები პერსონა ყოფილა და საკმაოდ მაღალ სამოხელეო თანამდედობას - ბაზიერთუხუცესობას – ფლობდა.

პუბლიკაცია

[edit]