ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმა მეფეთ მეფემან პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა სააკაძესა, ქალაქის ამირათ ამირასა პატრონსა გიორგის, ძმასა შენსა პატრონსა ქეიხოსროს, შვილსა შენსა პატრონსა ავთანდილს და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათიანოში ნასოფლარი ყაიშლაღი მისის რუთა და მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა. ყოვლის მისის სამჭმოთა თქუენთჳს გვიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურშიგა.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს. ნურც-რას თქვენ შე[ე]ცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, მარიამობისთვესა ე, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.
ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ
უზის ორი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით: 1. მცირე ზომის, ოთხკუთხა; 2. ოვალური ფორმის, ფიგურული კიდეებით.