ქ. უზეშთაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, ვინგინდა-ვინ სომხითისა და საბარათაშვილოს მებალახენი იყუნეთ, და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, რაც სიონისა ღ(მრ)თისმშობლისათუის მამულები არის შეწირული, მისი საბალახე ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად სიონისა ღ(მრ)თისმშობლისათუის შეგვიწირავს, და ნურა კაცი მის შეწირულს მამულს საბალახეს ნუ სთხოვთ, და სხუათას ნუ იმისნებენ.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟე, მარიამობისთვეს ოცსა.
ხვეული ხელრთვა: ლუარსაბ