ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, კითხვითა და ბრძანებითა და ნებადართულობითა კეთილად-მსახურისა და ღმრთივ-დაცულისა მეფეთ-მეფისა პატრონისა სუიმონისითა და თანამეცხედრისა მათისა დედოფალთ-დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა და ძისა მათისა პატრონისა გიორგისითა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმსნ ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი თანა მოწმობითა და ჯერ-ჩინებითა ყოველთა მცხეთისშვილთა და ეკლესიისა სავსებითა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ თქუენ, ყოვლად სანატრელისა მეფისა და მოწამისა პატრონის ლოარსაბის ძესა პატრონს ვახტანგს.
მას ჟამსა, ოდეს თქუენის ძმის, მეფის პატრონის სუიმეონისაგან მუხრანს სოფელი ყურისუბანი სამამულოდ და სამკუიდროდ მოგცემოდა. ამას წინათ კურთხეულს კათალიკოზს პატრონს ნიკოლოზს ზემო ქართლს ქორდი და რაცა სხუა მის გარშემო საყდრის მამული იყო, თქუენთვის ყურისუბანზედ გაეცვალა ამისთვის, ვითა ყურისუბანი საყდარსა უფრო ახლო ახლდა.
აწე, არცა თქუენ მოგხდომოდა კარგად და არცა სუეტმან ცხოველმან იპრიანა. აწე თწუენი ყურისუბანი თქუენვე დაგიდევით და საყდრის მამული საყდარსვე დაანებეთ. ამა სოფლებისა შეშლაზედან შენდობილი იყუენით თავად ღმრთისაგან და სუეტის ცხოვლისაგან და კუართისა საუფლოსა და მირონისა ღმერთ-მყოფელისა და პატიოსნისა და ცხოელსმყოფელისა ჯუარისათა, ჩემის ჯუარითა და ომფორითა და ჩემთა სამწყსოთა ეფისკოპოზთათა, ხსნილ იყავ და კურთხეულ აქაცა და მას საუკუნესაცა, ამინ, ამინ. კირეილეისონ, კირეილეისონ.
დაიწერა ნიშანი და სიგელი ესე ქორონიკონსა სპგ, ხელითა ფრიად ცოდვილისა ესტატესითა.
[კათალიკოზის ბეჭედი]