ქ. წყალობითა ღუთისათა, მამისა,ძისა და სულისა წმიდისათა; ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, დიღმელს ერემაძეს, წმიდის გიორგის დეკანოზს ნათანელს და შვილსა შენსა ჟეშთელს.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თარხნობისა წიგნისა წყალობასა გუიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გათარხნეთ და განთავისუფლეთ წიგნითა ამითა ასრე რომე, არა საჩუენო ბეგარა და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა: არა ბაშმალი, არა ღალა და არა კულუხი, ერთისა წმიდის გიორგის სამსახურისა და სათათროს საურის მეტი.
გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან. და აროდეს არ მოგეშალოს მტკიცე წიგნი და ნიშანი ესე ჩუენგან ნაწყალობევი.
აწე, გიბრძანებთ დიღმის ტარუღანო, მელიქნო და სხვანო კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო თაჰსილდარნო და მოხელენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგაცა ამ ფარვანაში ეწეროს და ნურას შეუშლით და ნურცარას შეეცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სო, მაისს ი.