ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან, და ძემან ჩუენმან, პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ და ალექსანდრე, ესეოდენი მცირედი შესაწირი შემოგწირეთ თქუენ, ცათა მობაძავსა კათოლიკე სამოციქულო საყდარსა და სუეტს ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთმყოფელს და მას ზედა მჯდომსა ქართლისა კათალიკოზსა პატრიაქსა ნიკოლაოზს სადღეგრძელოდ ჩუენთვის, განსამარჯუებლად და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისა და ხსნისათუის ცოდვილის სულის ჩუენისთუის ზემო ქართლს სოფელი მოხისი მისითა შენითა და ოხერითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, სახნავითა, უხნავითა, სათიბითა, უთიბრითა, სახმრითა და უხმრითა, მთითა და ბარითა, ტყითა და ჭალითა და ყოვლითურთ მისითა სამართლიანითა საზღურითა, უნაკლულოდ და ხელშეუალად, რამაზის შვილის კოსტანტინეს გლეხებს გარეთ, რაც სახასო ყოფილა, ამას წინათ ყოველივე ყოვლის ხორციელის კაცისაგან შემოუცილებლად...
დაიწერა ესე შეუცვალებელი წიგნი და სიგელი ქორონიკონს სჟთ, თუესა ივლისსა ათოთხმეტსა, ხელითა კარისა ჩუენისა ვაზირისა თუმანიშვილის შაველისითა.
სპარსული ტექსტი
ის არის ღმერთი ქებული ყოველ საქმეში აბულ მანსურ სულტან მაჰმუდ ხან მირზა ჩემი სიტყვა
ამჟამად სიდიადის საფარველის, მაღალღირსებათა სფეროს, ქრისტიანობის ბურჯის კათალიკოზის მიმართ მრავალი წყალობისა და შეწყნარების გამო, ჩვენ გადავეცით და ვუწყალობეთ მას სოიურღალად, გველის წელიწადის დასაწყისიდან, ალს დამოკიდებული სოფელი მოხისი. ხსენებული სოფლის ქეთხუდებმა, ღარიბებმა და უძლურებმა დაწერილის თანახმად, დადგენილად იცნონ ეს, წლითი წლამდე თავისი მალუჯათი და სხვა სახელმწიფო გადასახადი უნაკლოდ და უზიანოდ გადასცენ ხსენებული სიდიადის საფარველის მოხელეებს, მცირე ნაწილიც არ შეუჩერონ, არასოდეს არ გადაუხვიონ მის სიტყვას და რჩევას, სათანადოდ და საჭიროდ იცნონ მისდამი მორჩილება და ერთი წუთიც არ დაჰკარგონ მის სამსახურში. ხსენებული ბედნიერების საფუძველის ვალდებულება ის არის, რომ დაიცვას ის, რაც ჭეშმარიტების და სამართლიანობის კანონს შეეფერება. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ.
დაიწერა რაბი I თვეს ცხრაას ოთხმოცდა ცხრა 989 წელს.
საბუთს უზის მცდარი თარიღი: ქორონიკონი სჟთ (299), ანუ 1611 წლის 14 ივლისი. თ. ჟორდანიას საბუთში ამოუკითხავს სჲთ (269), რაც გვაძლევს 1581 წელს. ამავე თარიღს უთითებს საურმაგ კაკაბაძე. ეს თარიღი ახლოსაა სინამდვილესთან, მაგრამ მაინც არ არის ზუსტი, რადგან verso-ზე მოთავსებულ სპარსულ ტექსტში მითითებულია 1580 წელი (სინამდვილეში ჰიჯრის 989 წლის I რაბი არის 1581 წლის 15 აპრილი - 14 მაისი.05 - გ.კ.). საბუთის ქართული ტექსტი, ბუნებრივია, მისი დამადასტურებელი სპარსული ტექსტის შემდგომ ვერ დაიწერებოდა. ამიტომ "კორპუსში" საბუთის თარიღის განსაზღვრისათვის გამოყენებულია სპარსულ ტექსტში მითითებული თარიღი.