Jump to content

1574-1575 წწ. - ფიცის წიგნი დაუთ-ხანისა ბარზი ამილახორისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ესე უდაო, უთუმცაო, დროდაუდებელი, მიზეზშემოუღებელი და ყოვლისა თათბირისა, ხუანჯისა, ხლათისა, ჩხუბისა, ხერხისა გულმართლად და გულგანწმედით გამოსულ-გამოღებული, ჩუენად დღედ სიკვდილამდი გასათავებელი ესე აუარებელი ფიცი, პირი და წიგნი გიბოძეთ ჩუენ, ბედნიერისა და სახელგანთქმულისა ხელმწიფისა ნეფეთ-ნეფის ლოარსაბის ძემან პატრონმან დაუდ-ხან, დედოფალმან პატრონმან ელენე, და ძეთა ჩუენთა: პატრონმან ბაგრატ, პატრონმან ლოარსაბ და სხუათა ძეთა ჩუენთა, თქუენ, ზევდგინისძეთა: ამილახორსა პატრონსა ბარზის და შვილთა თქუენთა: თაყასა, ანდუყაფარს და დემეტრეს და მომავალთა სახლისა თქუენისათა.

ასრე და ამა პირსა ზედა, რომე დღეს და დღეის იქით გულმართლად და გულგანწმედით ვიყუნეთ თქუენი უვნონი და უზიანონი და თქუენთუის კარგნი, კარგისა მდომნი და მოპატივენი თქუენსა. სხუა თქუენი გუაარის კაცი და ნათესავი არა ვირჩოთ. თუ თქუენ თქუენი სახლისკაცი ძმად და სახლისკაცად არა ინდომოთ, ჩუენ ყმად არა ვინდომოთ და არცა გაუკითხავად შეგიბეზღოთ. და თუ ვინმე თქუენი თავი შემოგუაბეზღოს, გაგიკითხოთ, თუ მართალი გამოხვიდეთ, შემბეზღებელი კაცი არა დაგიმალოთ და არცა გაუკითხავად გაგიწყრეთ. არცა ჩუენსა გუარის კაცსა და ნათესავსა და არცა შენსა გუარის კაცსა და ნათესავსა და არას რჯულის კაცსა შენ და შენნი შუილნი საძალოდ და საძაბუნოდ არა დაგანებოთ.

და რაცა ბედნიერის ბატონის მამის ჩუენის ჟამშიგა მამულისა, ანუ ციხისა, ანუ მონასტრისა, ანუ აზნაურისშვილისა, ანუ საეფისკოპოზოსა, ანუ სახელოსა, ანუ დამღისა და ბაჟისა მქონებელი ყოფილიყუნეთ, ან ქართლს ან სომხითს, ანუ ქალაქის პირთა, მის ერთითაცა არა დაგამცრო. და ღაზნელიძისა მამული, რარიგადაც ღაზნელიძესა ეანდერძებინოს, იმა წესითა არა მოგეშალოს.

ღაზნელიძე დავით და ზახორი, რარიგადცა ჩუენს ძმასა მოეცეს და სიგელი გქონდეს, ისიც ისრე გაგითაოთ. და არცა სააჯოს კარი დაგიჭიროთ. არც ამილახორობა მოგიშალო შენ და შენთა შვილთა. და რარიგადცა სამთავნელმან და მისმან ძმისწულმან სამამულესაფიცარი წიგნი მოგცა, არცა ისი მოგიშალოთ; არცა შენი ორგული ყმა შენად უნდომოდ ჩუენს კარზედ დავაყენოთ. რაცა ხოშიადი გამაგონოთ, არა გაგამჟღავნოთ.

ამისად გათავებისად თავდებად თავად ღმერთი მოგუიცემია, და მერმე ყოელნი მისნი წმიდანი ზეცისა და ქუეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი. და ხელიცა ასრე ჩაურთოთ. ამ ფიცის გათავების მეტი არა აღვიაროთ-რა. და კაცთაგან მეფე პატრონი ალექსანდრე.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი უთარიღოა. საბუთის verso-ზე მკრთალად XIX საუკუნის ხელით მიწერილია 1568, სავარაუდოდ, თარიღი. მაგრამ ამ წელს საბუთის გაცემა ნაკლებად არის სავარაუდებელი. 1568 წელს სვიმონ I ჯერ კიდევ ქართლშია, ალექსანდრე II კახთა მეფე, რომელსაც საბუთის გამცემი ადრესატისათვის მიცემული პირობის გარანტად ასახელებს, ჯერ არ იყო გამეფებული. ალექსანდრე ტახტზე ავიდა 1574 წელს, ამიტომ ამაზე ადრე საბუთი ვერ გაიცემოდა. საბუთის ადრესატი ბარძიმ ამილახორი დამოყვრებული იყო როგორც ალექსანდრე მეფესთან, ისე დაუდ-ხანთან. ფიცის წიგნი მოწმობს, რომ ბარძიმი დაუდ-ხანისა და ალექსანდრეს პოლიტიკურ ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა, რაც მას ავალდებულებდა შეესრულებინა თავისი პატრონების მოთხოვნები. 1576 წელს ბარძიმ ამილახორმა ქსნის ერისთავთან ერთად ალექსანდრე მეფის და დაუდ-ხანის დავალებით დაარბია სვიმონ მეფის ცოლი დედოფალი ნესტანდარეჯანი. ამდენად ვახუშტის თარიღი საბუთის გაცემის ზედა ქრონოლოგიურ ზღვარს გვაძლევს. "კორპუსში" საბუთი დათარიღებულია 1574-1576 წლებით.

პუბლიკაცია

[edit]