Jump to content

1568 წ. - შეწირულების წიგნი მამისა ღაღანიძისა ქვათახევისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ყოველთა წმიდათა ღმრთისათა მეოხებითა, ჩუენ, მსასოებელმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, ღაღანისძემა მამისამა და ჩემთა შვილთა გიორგიმ და სუმბატ, მას ჟამსა, ოდეს პატატი და მისნი შვილი და რძალნი - შვიდნი სულნი - ურჯულოთ მეგრელთა ძაღლის პირშია დასასყიდლად მიუდიოდა, და ჩუენ ღაღანიძეთ, დავიხსენით და ვიყიდეთ, და აქ, სურამს. დასახლებასა გვეძლეოდენ, მაგრამე ჩუენ თქვენ, ყოვლად წმიდასა ქვათახევისა ღმრთისმშობელსა ვარჩიეთ კავთისხევს.

და შემოგწირეთ, გკადრეთ და მოგახსენეთ პატატი და მისნი შვილნი და მომავალნი ყოველნივე, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ქრისტეშობის წინა დღესა, დეკემბერსა ოცდაოთხსა, ქვათახევს, რომელიცა ანუ ებისკოპოზი, ანუ წინამძღვარი იყოს, ჩუენის სულისათვის აღაპსა მიართმიდენ და ჩუენთვის კარგაღებულსა აღაპსა გარდაიხდიდენ. და დახარჯევდენ ხუთს კოკასა ღვინოსა ოცის ლიტრიანით, ორის კოდისა ნამცხვარსა პურსა, ორსა თევზსა და სხვასა სამარხოსა. და ვინცა-ვინ კრებულნი და მონაზონნი იყუნენ, ჩუენ ცოდვილთათვის შენდობასა ჰყოფდენ...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სმივ.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს ახლავს ორი თარიღი: 1. ქორონიკონი სნე (255), ანუ 1567 წლის 12 ივნისი; 2. სვიმონის მეფობის მეცხრე ინდიქტიონი (1556+9=1565). თარიღები აცდენილია ერთმანეთთან ორი წლით. "კორპუსში" მითითებულია ქორონიკონის თარიღი - 1567 წ.

პუბლიკაცია

[edit]