Jump to content

1565 წ. 09.25. - ნასყიდობის წიგნი ელიზბარ სოლაღაშვილისა პაპუნა მაღალაძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 1


ქ. ნებითა ღმრთისათა, ესე წიგნი მოგეც მე, ელისბარ სოლოღაშვილმან და ჩემმა შვილმან შალვამ და გიორგიმ, შენ, მედარაჯეთხუცეს პაპუნას მაღალაძესა და შენთა შვილთა და მომავალთა. ასრე რომე, დამეჭირა და მოგყიდე კავთისხევს გლეხი დემეტრე თავისის მამულითა, ვენახითა, მიწითა, წყლითა, წისქვილითა და გზითა, ერთი საკომლო ვენახი და ჩუენი ზვარი და ორი ხვადაბუნი, ერთი დამპალაში, ერთი თელათუბნის ბოლოს, - ორივ ოცდაათის დღისა; და ჩუენი სასახლე და გარეშემო; ქუევრი და მარანი; და ქოთახევს, რაც ჩუენი წილი იყო, ყოვლითურთ უნაკლულოდ - ან მათში ნასოფლარი და საძოვარი, ყოვლითურთ სრულად შენთუის მოგვიცემია.

მოგყიდეთ და ავიღეთ ფასი სრული და უკლებლივ, ბატონიშვილის გიორგის ბრძანებით. ზოგი ქალაქს მამული გამოგართვით და ზოგი ფასი ღირებული. ჩუენში სალაპარაკო საქმე არა დარჩომილა-რა. ასე გარდასწყდა.

არის ამისი მოწამე და შუადამხდური: ბარათაშვილი ბოქაულთხუცესი საჩინო, ჯავახიშვილი ბერუკა, თურმანიძე სულხან, ქავთარაძე შალვა, მიწობლიძე გიორგი, ელიოზიძე გედევან და სრულიად ერთობილნი კავთისხევის მოსაქმენი და მოსახლენი.

მე, ქოთახევის წინამძღვარს იოვანეს დამიწერია და მოწამეცა ვარ.

დაიწერა ნასყიდობის წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონს სმიგ, სეკდემბრის კე.

ამაში სალაპარაკო და მისადევარი არა დარჩომილა-რა. ასე გარდასწყდა. რაც მამული მოგეცით, წიგნი ჩუენც აგვიღია თქუენგან და ჩუენც ეს წიგნი თქუენთუის მოგვიცემია.

ღმერთმან მშვიდობით გახმაროსთ ჩუენი ალალი მამული სამკვიდრო თქუენა, და თქუენი მამული და ფასი ჩუენა.

დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს. ამინ. ამინ.

იოვანე

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სმიგ (253), ანუ 1565 წლის 25 სექტემბერი.

პუბლიკაცია

[edit]