ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოს მამამთავართ მთავარმან, ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან პატრონმან ნიკოლაოზ ესე წიგნი მოგეც თქუენ, პატრონსა ომანს.
მას ჟამსა, როდეს სუეტსა ცხოველსა მამული შემოსწირეთ და ჩუენ მისად სამუქფოდ გაგიჩინეთ ყოველთა წელიწადთა შინა თუითო ჟამის წირვა. ასე რომე, სანამდი ცოცხალი ვიყუნეთ, წელიწადზედა ერთი ჟამის წირვა არა დაგაკლოთ და ჩუენ გიწიროთ.
და ჩუენსა უკანის ვინცა კათალიკოზი იყოს, იმათ გიწირონ და არა დაგაკლონ. ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგესალოს, არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენსა სხვათა პატრიაქთაგან.
კათალიკოზი