ესე განაჩენი განუახლეთ ჩვენ მეფედ მეფემან ლუარსაბ ამას ზედა, რომელ ჯვარისმტვირთველნი კარისა ჩვენისა შეისარჩლნენ: მიქაძე ამბროსი და თორელი ქაბულ.
თორელმა იჩივლა: ბოლნისთა სახასადრო და მემალობის სარგო საერთო არისო. ამაზედ მიქაძემ ძუელთა მეფეთა სიგელნი წარმოადგინა, რომელ საკუთარი მისი იყო. აგრევე დიდმა მნათობმა კათალიკოსმა ზებედემ უწამა გუჯართა განრჩევით და გამოძიებით.
ამისთვის ჩვენცა ესრეთ დაუმტკიცეთ: ყოველი საჯვარისმტვითველო სარგო საერთოდ ედვასთ. და ბოლნისთა ათეული საკუთრად მიქაძე ამბროსისათვის დაგვიც. რადგან ძველადვე ესრედ განწესებულა, ჩვენცა აგრევე დაგვიმტკიცებია და ეგრედმცა ჰგიან უცვალებელად ყოველთა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან.
დამტკიცდა აპრილის ვ, ქორონიკონს სმვ."