ქ: რომელი არა დაკლდა წმიდათა მამულთა და სამყაროთა ეთერთაგან ზეცით ქვეყნად გარდამოჴედ, რომელი ცეცხლის ფერთა ძალთაგან მარადის წმიდა არსობით იდიდები, განჴორციელდი ხსნისათვის ჩვენისა ნებსით ივნე ჯვარითა და ყოველნი ვნებანი უვნებელმან თავს იდევ შენ, სიტყვაო მამისაო, ძეო მჴოლოდ შობილო, რომელმან ადიდე მადიდებელი დიდებისა შენისა და გამოირჩიე ქალწულთა შორის ნეტარი მარინა, რომელმან სურვილითა შენითა ყოველნი ღვაწლნი თავს ისახნა და სისხლი იგი უბიწო შენთვის დასთხივნა და შენ მიერ გვირგვინოსან იქმნა,
ქალწულო წმიდაო მარინა, ჩვენ ერისთვის შვილთა დავით და ლომინმან და დედამან ჩუენმან პატრონმან თამარ გკადრეთ და მოგაჴსენეთ დიდებულსა საყდარსა გენათისასა თქვენი მკვიდრი მამული რაჭას სოფელი კვაშხიეთის. ჟამთ გამოცვლილობისაგან საერისთოდ შექნილიყო და ესე არა ეგებოდა ვითარმაცა საყდრისა მამული გქონებოდა და ახლად შემოგწირეთ და რაც ჩუენი ჴელი შევიდოდა გამოვედით მისგან ჩვენად სადღეგრძელოდ და სულკურთხეულისა მამისა ჩვენისა სულისათვის, ასრე რომე თორმეტს საუფლოსა ვინც მეეკვდრე იყოს თორმეტს ჟამს გვიწირვიდენ.
ვინც და რამანცა გვარის კაცმან ან ჩუენ და ან შემდგომთა ჩუენთა ერისთავთა ჴელყოს შლად და დაქცევად ამისასა, კურულმცა არის დაუსაბამოსა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა ძალითა, ყოვლად წმიდისა ღთის მშობელისა და ჯვარისა პატიოსნისა ძალითა და ყოველთა წმიდათა ღთისათა ზეცისა და ქვეყანისათა ჴორციელთა და უხორცოთა მადლითა.
გოშაძებასა და მას მამულს გარეთ შემოგწირეთ, ამას გარეთ ჩარუახიძის ეული მამული მისით გლეხებითა, ქოჩლაძე და ცეცაძე.
ხვეულად: თამარ.
შენიშვნები:
- პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ჩარუხიძე იკითხება, როგორც ჭარუხიძე.
- პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთის ბოლოს დამატებულია, რომ ერისთვისშვილი იესე გელათს კვაშხიეთის მამულზე აღარ ედავებოდა, ვინაიდან საყდრის მამული ეჭირა.