...ესე წიგნი მოგეცით ჩუენ, ელიოზიშვილთა იოვანე და მახარებელმა, თქვენ დედაბრისშვილთა მღუვიმის კანდელაკსა გრიგოლს და თქვენთა შვილთა და მომავალთა, ყოველთავე სახლისა შენისათა.
მოგყიდეთ მტკურის პირსა მამისა ჩემისა და ჩვენი ნავენახობი მიწა და ავიღეთ თქვენგან ფასი სრული და უკლებარი, რითაც ჩუენი გული შეგჯერდათ. კანდელაკისეული მამულისაცა, ან სხალტბას არის, და ანუ მღვიმესა, ბატონთაგან შენთვის მოცემული არის.
და კაცთაგან არიან ამისნი მოწამენი: ვაზნიაშვილი ლიპარიტა, ქიმერიშვილი ნიბერი აბრამა, შიოტაშვილი ივანე, ბართლომე მღვდელმონაზონი.
დაიწერა ქორონიკონსა ორას და ოცსა ცხრასა, თვესა მაისსა ოცსა.
verso-ზე:
- მე, დუშეთის მღუდელმა გიორგი ახალშენაშვილმა, ძველის წიგნიდამ გადმოვსწერე, რომელიც იყო ეტრატზე, ძველი და დაბებკილი. რაც ჩემგან შეიძლებოდა უმეტნაკლებოდ გადმოვსწერე.
- დედანი დაწერილია ტყავზე. გადავწერე დ. კარიჭაშვილმა.