...ყოვლად წმიდაო სიონისა ღმრთისმშობელო!
მეოხებითა და ცვა-ფარვათა თქუენთამან, თქუენითა შეწევნითა და ძალმწეობითა, მე, მსასოებელმან შენდა მიმართ და სურვილით მონდობილმან მეოხებისა შენისამან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბანგრატონიანმან, ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გუირგუინისა ფლობით მპყრობელმან, თქუენ მიერ გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან ლუარსაბ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა: პატრონმან სუიმონ და დავით, ვიგულვეთ და ვიგულისმოდგინეთ და გუენება, რათამცა ტფილის ქალაქს, რანიცა თქუენნი საყდრისშუილნი და ყმანი არიან, ყოვლისა სათხოვარისა განგუეთავისუფლნეს.
მოვიდა და ისაჯა თქუენისა საყდრისა მპყრობელი, კაცი სათნო ღმრთისა ტფილელ მთავარეპისკოპოსი დომენტი, პირველ გაშვებულობისა და თარხნობისა სიგელნი მოგუართვნა.
და, აწ, ჩუენ კუალად განვაახლეთ და შემოგწირეთ და მოგახსენეთ ღალა პურისა და ბამბისა, რასაცა საყდრისშვილნი და თქუენნი ყმანი ჰხნევდენ, მისსა ღალასა ტფილელი აიღებდეს წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა და სულისა ჩუენისა სამლოცველოდ. რანიცა ტფილის ქალაქს სიონისა ღმრთისმშობლისა ყმანი და მნენი იყუნენ, ყოვლისა სათხოვარისა და საჩუენო გამოსაღებისაგან განგუითავისუფლებიან სრულიად.
არა ეთხოებოდეს-რა არა ღალა, არა გუთნის ხნვა, არაოდეს საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს-რა: არა დიდი, არა მცირე, თუინიერ საურისაგან კიდე. ასრე რომე, სხუისა ღალა არა იმისოს, არცა ყანისა და არცა ბამბისა. თუ ვინმე სიონის ყმასა ხარი შეუბას, ანუ ვისმე სიონის ყმამა შეუბას, ხარისა გუთნისა ალოსა ნუ იმისებს და სხუის ყმისასა პატრონსა ღალასა ნუ დააკლებენ.
ვინცა ესე ჩუენი გაგებული და შეწირული წიგნი, სიგელი და ნიშანი მოშალოს და შეცვალოს, მას მეორედ მოსულასა ჩუენთამცა ცოდვათა მზღველი იგი არს.
დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათცამეტესა, ქორონიკონსა სკჱ, ხელითა მწერალ-მწიგნობარისა იორდანესითა.