Jump to content

1532 წ. - მალაქია კათალიკოსის მიერ სვეტიცხოველისათვის შეწირული ქონების ნუსხა

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის სხვა დედანი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა პატრიაქმან მალაქია, მას ჟამსა, ოდეს, უღირსი ესე ღირს ვიქმენ საჭეთპყრობას წმიდისა ამის ტაძრისა, შევსწირე და მოვახსენე ჩემ მიერ ნაღუაწი და ჩემთა ღონისძიებითა მოგებული:

ა ომფორი მძიმედ ნაკერი, შემკობილი თუალითა და მარგალიტითა;

ა ბისონი, იგიცა მძიმედ ნაკერი, შემკობილი თუალით და მარგალიტითა;

ა ენქერი, იგიცა მძიმედ შეკერილი, შემკობილი თუალითა და მარგალიტითა;

ა სამკლავენი, იგიცა მათვე წესითა ნაკერავი და შემკობილი თუალითა და მარგალიტითა;

ა სტიხარი მძიმედ ოქროქსოილი, თეთრისა ქამხისაი;

ა კუერთხი თევზის კბილისაი, მძიმედ ოქროთა მოჭედილი, შემკობილი თუალითა და მარგალიტითა;

ა დიდი ხატი ყოვლად წმიდისა ოქროთა მოჭედილი, შემკობილი ნაწილითა და თუალ-მარგალიტითა;

ბ ხატი ღვთისმშობლისა, ვეცხლითა მოჭედილი და შემკობილი თუალითა და მარგალიტითა, უძეოდ გამოსახული;

მე-დ ხატი ნათლისმცემელისაი, ვეცხლითავე მოჭედილი, შემკობილი თუალითა და მარგალიტითა;

ორნი ხატნი წმიდათა მთავარანგელოზთანი მიქელ და გაბრიელისნი, ვეცხლითა მოჭედილნი, შემკობილნი თუალითა და მარგალიტითა;

ორნი ხატნი წმიდათა და ყოვლად ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, ვეცხლითავე მოჭედილნი, შემკობილნი თუალითა და მარგალიტითა;

ამა ოთხთა ხატთა ვეცხლი ჩოლაყასშვილმან ბაადურ" შემოსწირა და ჩემითა საფასოითა მოვჭედე და შევამკვე;

კიდევე შევსწირე სამღდელთმოძღუარო ყელსაკიდი ხატი ოქროისაი, ნაწილიანი ძვირფასი თუალითა და მარგალიტითა შემკობილი, ოქროისა ჯაჭვითურთ;

სხუაი ცოტა ხატი ოქროისავე მთავარანგელოზისა მიქელისი;

ერთი დიდი ბეჭედი ოქროისა, ოქროჯაჭვიანი; მეორე ცოტა ბეჭედი, ოქროისა თუალიანი; ერთი დიდი ბეჭედი ვეცხლისაი, ვეცხლის ჟაჭვიანი, ერთი დიდი ვეცხლის დევატაფა; მეორე მისი შედეგი თასი ვეცლისავე. ესე ჩემ მიერ მცირედი შესაწირავი ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან გამოახუას საყდარსა მცხეთასა, წყეული ყავნ ღმრთისა პირითა.

კიდევე შევსწირე ერთი ქაღალდის მეტაფრასი და ერთი ძლისპირი ეტრატისა;

სამი ბედაური ჭაკი ცხენი მისთა ნაშენებითურთ; კვიცები გაისყიდვოდეს, მისი ნავაჭრი სასაყდროდ დაიდებოდეს.

კიდევე შემოვსწირე ერთი კონდაკის ღერი ვეცხლისაი, ორგნით თავი ოქროისა მძიმედ მოთუალული პატიოსნითა თუალებითა;

ოთხი ჩინურის თეფში და ოთხი ჯამი; კიდევე ერთი თეფში და ერთი ჯამი სხუაი ჩინურისავე;

ერთი ვეცხლის სურა;

ერთი ვეცხლის მაშრაპა;

ერთი მძიმე ოქროქსოილი ხავედი;

ექუსი ორხაო;

ათი ქუაბი სხვილ-წურილი;ორმოცდაათი თეფში სპილენძისაი, სამი ზედადგარი, ორი ფანარი, ცხრა ჯამი სპილენძისვე;

ერთი ვეცხლის ჯაჭვი გრძელი - საყდრის კლიტეთა მხარიღლივ დასაკიდი, არის ნაკუეთი ასოცდაერთი თავითურთ;

ოთხი ფური კამბეჩი ხბოიანი და ერთი ბუღა კამბეჩი;

კიდევე შევსწირე ერთი მთავარანგელოზის ხატი პერილევტსა თუალზედა გამოჭრილი;

ერთი ოქროქსოილი ქარაიის ბისონი, მეფისა ლეონისაგან ბოძებული;

ერთი მუშაბახიანი სპოლენძის მანკანა;

ერთი ხალიჩა საკურთხეველის საყდაზედა დასაფენელი;

ერთი ორხაო გარეთსა საყდარზედა დასაფენელი;

ერთი სეფისკუერის დასაჭრელი დანაკი; თევზის კბილის ტარითა ოქროზარნიშნიანი.

კიდევ ერთი დიდი დევატაფა;

კიდევე ერთი ვეცხლის აბრაგი საზედაშე;

ორასოცი სული ცხუარი;

რვა ჩინურის ჯამი.


კათალიკოსი

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი ყველა გამოცემაში თარიღდება მალაქია კათალიკოსის ზეობის დაწყებით, ანუ 1532 წლით.

პუბლიკაცია

[edit]