Jump to content

1529 წ. - შეწირულების წიგნი აბაშ ბარათაშვილისა სვეტიცხოველისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე წიგნი მოგახსენეთ ჩუენ, ბარათაშვილმან აბაშმან და ჩემმა ძმისწულმან დავით, იარალმან, ბარათამან, ლომმან და იოვანე და სახლისა ჩუენისა მომავალთა, ყოველთა შვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა ყოველთავე, თქუენ, დედაქალაქისა კათოლიკე მცხეთისა საყდრისა საჭეთმპყრობელისა ქართლისა კათალიკოზისა ბასილის, მას ჟამსა, ოდეს ჩუენთა გუართაგან სააღაპოდ შემოწირული სოფელი ყორანთა ამოწყუედილიყო და საღალოვებს მიწებს აღარავინ რას გაამებდა.

აწ ჩუენ ახლად მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ ყორანთა, ასრე რომე, სოფელი აბანო თუ საღალოდ იხმარო, ვერავინ დაგეცილოს და მოგიშალოს ყორანთის ეკლესია და ნასოფლარი მისითა მზღურითა უკლებად. ასრე რომე, ჩუენთა გუართაგან გაჩენილი აღაპი არ მოგუეშალოს.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სიზ.

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სიზ, ანუ 1529 წელი.

პუბლიკაცია

[edit]