ქ. ესე წიგნი... მოგახსენეთ ჩუენ, პატრონმან თარგამოს, პატრონმან ალექსანდრე და ჩუენმან ძმისწულმა პატრონმა გიორგი, თქუენ (მცხეთას) და კათალიკოზსა ბასილის... ამა პირსა ზედა, რაიცა პატრონის მამის ჩუენისასა ბრძანებულ შიგან მცხეთისა საყდრისა მამულნი იყვნეს, იგი ყოველნი შეხუთნეს და თქუენ მისთვის გაგვიწყერით. აწე, რაც პატრონისა მამისა ჩუენისა ჟამს შიგან საყდრისა მამული დახუთულა, ისი ყუელა უკლებად მოგახსენოთ. მეფემან ბატონმა დავით შეგუიწყუნეს მაშინ, და თუ არ შეგუიწყუნეს, მაშინ ესე ასრე გაგითაოთ...
1526 წ. - შეწირულების სიგელი პატრონ თარგამოსისა და პატრონ ალექსანდრესი სვეტიცხოვლისადმი
Appearance
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის დაცულობა
[edit]დედანი: დაკარგულია პირები:
- სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - სმზ (247) - დაკარგულია
საბუთის შინაარსი
[edit]საბუთის დათარიღება
[edit]თ. ჟორდანია საბუთს 1526 წ. ახლო ხანით ათარიღებს და მიაჩნია, რომ მისი გამცემები კონსტანტინე მეფის ძმის ალექსანდრეს შვილები არიან, ხოლო მათი ძმისწული გიორგი კი მომავალი მეფე გიორგი IX-ა. თუმცა საბუთის შინაარსიდან გამომდინარე იგი კონსტანტინე მეფის შვილების გაცემული უფრო ჩანს და ვარაუდით შეიძლება დაუშვათ რომ თარგამოსის ძმისწული გიორგი ალექსანდრეს ვაჟი გიორგია.