ქ. ესე წიგნი და ფიცი მოგახსენეთ მე, პატრონმან ლუარსაბ და ჩუენთა ძმათა, პატრონმან ადარზან და პატრონმან რამაზ.
სოფელმან მისი წესი არა დაიკლოს, პატრონი ბიძანი ჩუენი მიიცვალოს, მას უკან თქუენი მკუიდრი სოფელი შინდისი, რაც დღეს მქონებელი იყოს, ისი თქუენ, პატრონსა სახლისუხუცესს ივანეს და თქუენთა შუილთა, პატრონსა შალვასა, ნურალის, შერმაზანსა... გიორგის და თქუენთა შუილთა და თქუენთა შუილიშუილთა გუიბოძებია.
ამისად გათავებისად თავდებადა ღმერთი და მისნი წმიდანი მოგუიცემია. მე რამაზს დამიწერია, თავდებიცა ვარ.