შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე წყალობის წიგნი და სიგელი, უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, ჩუენ, ფალავანდიშვილმან პატრონმან შიოშ და შვილმა ჩუენმა პატრონმან ვარდან, და ძეთა ჩუენთა: პატრონმა ფაშანგი და მზეჭაბუკ, თქუენ, ჩუენსა ერთგულსა ყმასა გულიკაშვილსა გიორგის და შენსა შვილსა ამოანს, გიორგის, იოთამს, დავითს, ბეჟანს და მომავალთა სახლისა თქუენისათა.
ასრე და ამა პირსა ზედა, რომე, მოგვადეგით კარსა და მამულისა თხოვნასა გვიაჯენით და ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ ჩერქეზაული მამული მისის ჭურ-მარნითა, მიწითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, სასაფლაოთა, შესავლითა და გასავლითა, მისი სამზღუარითა...
არიან ამისი მოწამენი: სახლთუხუცესი ნაგლაძე ზაალ, შალბალიქიშვილი გივი, ნაგორი შალბალიქიშვილი ისპან, სამაღაღნიშვილი გარსევან, სამაღანიშვილი ჯაზდან, შალბალიქიშვილი ავთანდილ, სამაღანიშვილი გიორგი, სამაღანიშვილი ბეჟან, დუჩიძე გიორგი, სირაძე გიორგი, მაკრახიძე.
დაიწერა ხელითა თევდორე გოგატიშვილისათა, ქორონიკონს სვ.
გვიანდელი დამტკიცება:
ქ. ესე წიგნი ჩვენც, ბატონს ერეკლესა, ბეჟანსა და საგინასა, შიოშსა და ფალავანდსა ასრე გაგვითარხნებია, როგორც პაპის ჩვენისგან არის და მამის ჩვენის ფეშანგისგან არის.