---ქადაგსა მახარებელსა, ივანიასძისეული მამული და სამცხეთისშვილო წილი მითვე წესითა, რათაცა ძუელითგან ივანიასძეთადა ქადაგსა დიმიტრის ჰქონებია; და ჩოჩეთს, რაცა მისითა სასახლითა, ეკლესიითა, კოშკითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვუილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა, მინდორითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა; და რაცა მთას ანუ ბარს მამულნი ჰქონებიან, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, სრულებით და უკლებლად. და თუ ვისმე ამა მამულისა ნიშანი ჰქონდეს, მტკიცითა ამით სიგლითა გაგუიცუდებია...
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონს რპთ.